Gucci საკუთარ კამპანიას ბილი აილიშის ვირტუალურ კონცერტზე წარადგენს

ივლისის 12-საათიანი ლაივსტრიმის შემდეგ ალეკ სოთის კამპანია საშუალებას გვაძლევს ბრენდის კულისებში შევიხედოთ.



მას, ვისაც ახსოვს გუჩის 12-საათიანი პირდაპირი სტრიმი, ისიც ემახსოვრება, რომ ალესანდრო მიკელემ ფიზიკური ჩვენების ნაცვლად,  დიზაინის გუნდის წევრები CCTV სტილის ვიდეოში მოდელებად წარმოადგინა და მასში ბრენდის “Epilogue” კამპანია ასახა.



ლაივსტრიმში ნაჩვენებია, როგორ ემზადებიან ვიზაჟისტებით გარშემორტყმული დიზაინერები იმ ფერადი, რეტრო სტილის ტანსაცმლის მოსარგებად, რომლის დიზაინიც თავად შექმნეს.  ამ კამპანიის პრემიერა უკვე შედგა მომღერალ ბილი აილიშის პირველ ვირტუალურ კონცერტზე, სახელწოდებით - Where Do We Go?. 



მინეაპოლისელი ფოტოგრაფის, ალეკ სოთის ლიცენზირებული, კვადრატული ფორმის ფოტოები აღწერს  კადრს მიღმა გადაღების დეტალებსა და შემოქმედებითი გუნდის მზადების პროცესს, რაც სინამდვილეში კარგად ასახავს ჩვენს დროში არსებულ ყველაზე უცნაურ მოდის სეზონს. აღნიშნული კამპანია ასევე ასრულებს ალესანდროს სამნაწილიან გამოძიებას იმ წესებისა და როლების შესახებ, რომლებიც, როგორც წესი, მოდას განსაზღვრავენ.  ეს გამოძიება თებერვალში მილანის მოდის კვირეულის ჩვენებით დაიწყო და კულუარების მთავარ მოვლენად იქცა. 


რომში ორ ადგილას - Palazzo Sacchetti-ზე და გრაფიტით დაფარულ Campo Boario-ს არეალში - ფოტოგადაღებებით ალესანდროს სურდა, რომ ყველაფერი რეალურად ეჩვენებინა: ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც ატარებდნენ მაღალი მოდის სამოსს, ელექტროსადენები ორგანული ბოსტნეულის, ხოლო დეკადენტური ინტერიერი ფართო ქუჩების წინააღმდეგ. 


„ცვლილება,  დიდი თუ პატარა, ნიშნავს, რომ ხდება რაღაც ახალი, რაც ძალიან ამაღელვებელია. ეს ნამდვილად არის ის დრო, რომელიც ყველას მუდამ ემახსოვრება. მიყვარს წარსული, მაგრამ ნოსტალგიური არ ვარ, არ ვფიქრობ, რომ ოდესმე ყველაფერი ზუსტად ისე იქნება, როგორც ადრე იყო“, - ამბობს დიზაინერი  ჟურნალ
i-D-სთან  ინტერვიუში.



ავტორი : მარიამ ქურასბედიანი