Hammock Magazine დამოუკიდებელ სარეკლამო სტუდიას აფუძნებს

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ Hammock Magazine დამოუკიდებელი სარეკლამო სტუდიის სახით Hammock Studio-ს აარსებს.Hammock Studio ჟურნალისათვის დამახასიათებელი ხედვითა და სტილით მაღალი ხარისხის კომერციულ პროდუქტს შექმნის, რომელზეც ამ სფეროში წამყვანი სპეციალისტები იმუშავებენ. შეგახსენებთ, რომ Hammock Magazine-ს არაერთ კომპანიასთან უთანამშრომლია, რომელთა შორისაა Hennessy, Moët & Chandon, სარაჯიშვილი, Dessange, Dalood თუ სხვა. მართალია, სტუდია აქამდეც არსებობდა, თუმცა ამ სეზონიდან იგი მუშაობის აქტიურ ფაზაში გადადის და არაერთ საინტერესო ფოტოპროექტსა თუ ვიდეორგოლს გიმზადებთ.