Hammock Magazine-ის რუბრიკა იმედის დილაში

დილა მშვიდობისა, დღეს დილის შოუში Hammock Magazine-ის 2021 წლის პირველი ეთერი შედგა. წარმოგიდგენთ ცნობილ დიზაინერებს, რომლებმაც დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი კინო კოსტუმები შექმნეს. გრეის კელი და ედიტ ჰედი, ოდრი ჰეპბერნი და ჰუბერტ ჟივენში, კეტრინ დენევი და ივ სენ ლორანი, მილა იავოვიში და ჟან პოლ გოტიე, ტილდა სუინტონი და რაფ საიმონსი. იმოგზაურეთ კინოსა და მოდის ჯადოსნურ სამყაროში.