Hammock Magazine x Stunner Beauty Box - Be Good To Yourself

სილამაზის ინდუსტრიის სამყარო წარმოუდგენელი ტემპით იზრდება. ყოველწლიურად ჩნდება ახალი ბრენდები და უახლესი პროდუქცია. ამდენი ინფორმაცია და შემოთავაზება დამაბნეველია, არასწორად შერჩეული პროდუქტი კი ხშირ შემთხვევაში საპირისპირო ეფექტს და იმედგაცრუებას იწვევს. სწორედ ამიტომაც, Stunner Beauty Box, რომელიც ქართული სილამაზის ინდუსტრიაში ახალი წამოწყებაა, სპეციალურად ზამთრის სეზონისთვის შერჩეული უმაღლესი ხარისხის პრემიუმ კლასის თავის მოვლის საშუალებებით, მთელი სამი თვის განმავლობაში თქვენი კანის გაახალგაზრდავებას, გაჯანსაღებას და ზამთრის სუსხისგან დაცვას შეუწყობს ხელს. თუმცა ეს ყველაფერი არ არის და გარდა ყველა ტიპის კანისთვის განკუთვნილი თავის მოვლის საშუალებებისა, Stunner Beauty Box-ის ჯადოსნურ ყუთში მომხმარებელს სხვადასხვა სახის აქსესუარები და ვაუჩერებიც დაგხვდებათ, მაგალითად, Dalood-ის აბრეშუმის თმის სამაგრები და სახის გამწმენდი ღრუბლები, ასევე კლინიკა "ნუაჟისგან" კანის მოვლის 4-ეტაპიანი პროცედურის ვაუჩერი და მაკიაჟის გაკვეთილი თაკო კოპაძისგან. 

რაც შეეხება საკუთრივ თავის მოვლის საშუალებებს, Stunner Beauty Box-ში ისეთი წამყვანი ბრენდების პროდუქტებს შეხვდებით, როგორებიცაა: Skinceuticals, Babor, St Barth, Madame Creme და სხვები, რომელთაც საქართველოში Stunner Beauty Box-ის გარდა სხვაგან ვერსად შეიძენთ.




















ფოტო: ლუიზა ჩალათაშვილი