Hammock Magazine x Symboloscope - თვინ ფიქსის მოგზაურობა ჩეხურ ზღაპრებში

გახსოვთ საკულტო მორიანი ქალი (Log Lady) მარგარეტი დეივიდ ლინჩის თვინ ფიქსიდან? მისი ფესვები, სულ ცოტა, მე-19 საუკუნის ჩეხოსლოვაკიაში (ახლა ჩეხეთი) გვაბრუნებს. 


თუ არასდროს შეუშინებიხართ ძილის წინ მშობლების მიერ წაკითხულ ზღაპარს, სავარაუდოდ, გამოგრჩათ კარელ იერომირ ერბენის Otesánek (პატარა ოტიკი). ამბავი წყვილზეა, რომელსაც არ უჩნდება შვილი. ისინი იმდენად სასოწარკვეთილებაში არიან, რომ ერთ დღეს, მათ ტყეში ნაპოვნი მორი მოაქვთ სახლში, რომელიც ძალიან ჰგავს ახალშობილ ბავშვს. ასე, წყვილის ოცნება ხდება, რადგან მორი მართლაც ცოცხალ არსებად იქცევა. 


თუმცა სიტუაცია მალევე იცვლება. ხე, მუდამ მშიერი ურჩხული, ჭამს და ჭამს, რის შედეგადაც იმდენად იზრდება, რომ საკუთარი მშობლების მირთმევასაც კი ახერხებს (თავი, რომ დავანებოთ სოფლის ნახევარ მოსახლეობას და მათ შინაურ ცხოველებს). საბედნიეროდ (და ესეც საკითხავია), პატარა ოტიკს მოხუცი ქალი კლავს, რომელიც მის მუცელს ორად კვეთს და ყველა მსხვერპლს ათავისუფლებს. 

ჩეხმა სიურრეალისტმა რეჟისორმა იან შვანკმაიერმა და მისმა მეუღლემ, მხატვარმა ევა შვანკმაეროვამ, რომლებსაც ზღაპარი პატარა ოტიკზე ძალიან უყვართ, იგივე სახელწოდების მქონე ფილმზე ერთად იმუშავეს. თუმცა გამოდის, რომ შვანკმაიერი ერთადერთი სიურრეალისტი რეჟისორი არ არის, ვინც ერბენის ზღაპარმა შთააგონა. დეივიდ ლინჩი ყოველთვის იქ არის, სადაც შეუძლებელი, სიკვდილი და ფანტაზიის გენიალურობა ერთად იყრიან თავს. 



ავტორი : Symboloscope