Hammock Magazine x თიბისი კონცეპტი - თბილისის არქიტექტურული ბიენალე 2020

Hammock Magazine თიბისი კონცეპტთან ერთად წარმოგიდგენთ ვიდეოს თბილისის არქიტექტურული ბიენალეს შესახებ. “რა გვაქვს საერთო?” - ასე ჰქვია თბილისის არქიტექტურის ბიენალეს მეორე გამოშვებას, რომელიც 17 ოქტომბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით დამთვალიერებლის წინაშე ახალი ექსპერიმენტული ფორმით წარსდგა. რიგით მეორე არქიტექტურული ბიენალეს ფარგლებში სფეროში მოღვაწე პროფესიონალებმა თბილისში არსებულ ურბანულ და არქიტექტურულ პრობლემებზე საერთოობის იდეის გარშემო იმსჯელეს, რომლის მრავალფეროვან პროგრამაში არა მხოლოდ ონლაინ ლექციები და ვორქშოპები, არამედ უნიკალური ფიზიკური პროექტებიც განხორციელდა.



ვიდეოს ავტორი: ქეთევან ბარბაქაძე
ოპერატორი: ლევან მაისურაძე
მონტაჟი: ელენე მგელაძე