Hammock Magazine x Top The Shaker - ჭარხლის ვეგანური ბურგერი

ვეგანურ ბურგერს რაც შეეხება, ყოველთვის სახლში გაკეთებულს ვანიჭებ უპირატესობას. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა რესტორანმა მენიუში მცენარეული ვერსია დაამატა, ასეთი ბურგერი ხშირად მაინც დაჩაგრულია. ბევრი ექსპერიმენტი ჩამიტარებია და ერთ-ერთ ექსპერიმენტულ ვერსიას გთავაზობთ, ვეგანური პურიც და ვეგანურ "ბურგერხორციც". ძალიან სახლური, კომფორტული მარტივი და სასიამოვნოდ მოსამზადებელია. გირჩევთ,გაიმეოროთ და თქვენი შტრიხებით კიდევ უფრო საინტერესო გახადოთ. მაშ ასე:

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Hammockmagazine (@hammockmagazine)

ბურგერის პური:

ცომი გამოცხობამდე ერთი ღამით ადრე მოვამზადე, თუმცა ამის აუცილებლობა არაა, ამოსასვლელად შეგიძლიათ მინიმუმ 1 საათი მისცეთ და წესით შედეგი მაინც ძალიან კარგი უნდა იყოს. იმისთვის რომ ცომმა ჯანსაღი ვარდისფერი მიიღოს საჭიროა 2-3 სკ ჭარხლის ფხვნილი, რომლის გაკეთებაც ძალიან მარტივია, მისი მომზადების წესს @toptheshaker - ზე იხილავთ.

ჯამში მოვათავსე:

1/2 ჭიქა წყალი (თბილი)
მწიკვი მარილი
2 სკ შაქარი
2 სკ საფუარი
მოვურიე რომ მასა გაერთიანებულიყო და დავაყოვნე გასააქტიურებლად 5 წუთით

ცალკე ჯამში მოვათავსე:

2 ჭიქა ფქვილი (შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენთვის სასურველი ფქვილი)
დავუმატე გააქტიურებული საფუარიანი მასა
1 სკ ზეითუნის ზეთი
2 სკ ვეგანური რძე
მოვზილე 5-10 წუთით, დავაგუნდავე 1 დიდ ბურთად და შევინახე მაცივარში 1 ღამით. (ან დააყოვნეთ სითბოში 1+ საათით)
ცომი რომ ამოვიდა ერთხელაც მოვზილე ნაზად, დაყავი ტოლ ნაწილებად და დავაგუნდავე 3 ბურთი.
გამოცხობამდე დავაყოვნე 10 წუთი რომ კიდევ ამოსულიყო.
ცხვება 200 გრადუსზე 20-20 წუთით.

"ბურგერხორცი:"

ბლენდერში/ჩოპერში მოვათავსე:
1 ცალი დახეხილი ჭარხალი
1 ცალი წვრილად დაჭრილი ხახვი
2 კბილი წვრილად დაჭრილი ნიორი
1 ჭიქა შვრია
1/3 ჭიქა მუხუდო (მზა)
1/4 ჭიქა ფქვილი
1 სკ ქოქოსის კარაქი
1/2 ჩკ მარილი
1/3 ჩკ პილპილი
1/2 ჩკ პაპრიკა
1/3 ჩკ ბეგქონდარა

დავაბლენდერე რამდენიმე წუთით მანამ სანამ ფარშირებრი მასა არ მივიღე შემდეგ ოდნავ ზეთში დასველებული ხელებით მივეცი ფორმები.
გამოვიდა 3 ცალი დიდი "ბურგერხორცი"
ცხვება 180 გრადუსზე 25-30 წუთით

ბურგერის აწყობისას გამოვიყენე მინიმალური ინგრედიენტები და რაც მთავარია,ყველაფერი სახლში მომზადებული:
მუხუდოსგან მომზადებული ვეგანური მაიონეზი, ახლად გამომცხვარი "ბურგერხორცი," პომიდორი, წითელი კომბოსტოს მიკრომწვანილი და წითელი ხახვი. 

ისიამოვნეთ.