Hammock Magazine x Top The Shaker - ფალაფელი

დღეს გაგიზიარებთ ცოტა არატრადიციულ და ძალიან მარტივ რეცეპტს. დამეთანხმებით, რომ ფალაფელი მსოფლიო გასტრონომიული საგანძურია და როგორც სხვა ტრადიციული კერძები, ფალაფელის ბევრი ვარიაციაც არსებობს. ჩემს ბლოგზე მიდევს ტრადიციული ფალაფელის რეცეპტი. დღეს კი გთავაზობთ სწრაფ, ლამაზ და ფუმფულა ფალაფელს, რომლის მოსამზადებლადაც სულ ნახევარი საათი დაგჭირდებათ. თუმცა გაითვალისწინეთ ის, რომ მუხუდო 1 დღით ადრე უნდა ჩაალბოთ წყალში.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Hammockmagazine (@hammockmagazine)


მაშ ასე, დაგვჭირდება:

1 ჭიქა დარბილებული მუხუდო
1 კონა ოხრახუში (და ცოტა ქინძი, ან პირიქით როგორც თავად გიყვართ)
1 ცალი გამომცხვარი ჭარხალი (ან უმი, უფრო ცინცხალი გემო და ტექსტურა თუ გირჩევნიათ)
1/4 ჭიქა ნიგოზი
1/4 ჭიქა ზეითუნის ზეთი (თუ მასა გამოშრა, შესაძლოა დავუმატოთ)
30 გ ფქვილი
1 სკ ლიმონის ცედრა
1 ჩკ სუმახი
1/2 ჩკ კვლიავი
1/2 ჩკ მარილი

ფქვილის გარდა ამ ყველაფერს ვათავსებთ ბლენდერში/ჩოპერში. სურვილისამებრ დავაქუცმაცებთ, შესაძლოა დაუტოვოთ ტექსტურა, ან ჩემსავით ბოლომდე “ფარშად” აქციოთ, ორივე გემრიელია.

მასა გადმოგვაქვს ცალკე ჭურჭელში და ვუმატებთ ფქვილს რომ კარგად შეკრას ფალაფელი და ბურთები გამოცხობისას არ დაგვეშალოს. თუმცა ხორბლის ფქვილი შესაძლოა ჩავანაცვლოთ მუხუდოს ფქვილით ან საფანელით. 

შემდეგ ვაძლევთ სასურველ ფორმას და გასაგვაქვს საცხობ ჭურჭელზე. ცხვება 20 წუთით, უკეთესია თუ გამოცხობის შემდეგ 10 წუთი დავაყოვნებთ, რომ გამაგრდნენ.

მზადაა, ვიწებთ პიტაში გემრიელი კომბინაციების აწყობას, ეს სრულიად თქვენი ფანტაზიით ხდება.

მე გამოვიყენე:

ცხარე წითელი ჰუმუსი 
ხახვის რგოლები
თხლად დაჭრილი კიტრი
ცოცხალი მწვანილები
ვეგანური ფეტას ყველი
ტაჰინის სოუსი
მჟავე კომბოსტო
ლიმონის წვენი

მზადაა, და უგემრიელესია!

იგივე კომბინაციის აწყობა შეიძლება ჩვეულებრივ ლავაშის ან თონის პურში, დამიჯერეთ უგემრიელესია!