Hammock Magazine x Top The Shaker - ვეგანური კრემ-ყველი

მოხარულები ვართ წარმოგიდგინოთ Hammock Magazine-ის ახალი თანამშრომლობა Toptheshaker-თან. ამიერიდან ყოველკვირეულად შემოგთავაზებთ ვიდეოებს, სადაც ანუნა თოფურია ბევრი გემრიელი ვეგანური კერძის რეცეპტს გაგვაცნობს.


გემრიელი, გლუვი და კრემისებრი. რაც მთავარია - ჯანსაღი და ვეგანური. ეს კრემ-ყველი მცენარეული ინგრედიენტებისგან მზადდება, თუმცა მისი გემო მაინც გაგაოცებთ. ქეშიუ ცხიმიანი თხილია, წყალში რბილდება, დაბლენდერებისას კი შეგვიძლია კრემად ვაქციოთ. სხვა თხილეულთან შედარებით განსხვავებული გემო აქვს - თან მოტკბო, თან მომჟავო,  ამიტომაც ვეგანურ კულინარიაში ყველის ან კრემის გასაკეთებლად  ხშირად იყენებენ. პირველ რიგში მთავარია, ქეშიუ ცივ წყალში მთელი ღამით დავალბოთ, ან მოვხარშოთ 15 წუთით. მე დალბობას გირჩევთ, ამ მეთოდით უფრო კრემისებრ მასას მივიღებთ.
ინგრედიენტები:

2 ჭიქა დამბალი ქეშიუ

1/4  ჭიქა წყალი

3 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი

2 კბილი ნიორი 

1 ჩაის კოვზი მარილი

1/2 ჩაის კოვზი პაპრიკა (ან პილპილი, სურვილისამებრ)

1/3 ჩაის კოვზი კურკუმა, სურვილისამებრ, მოყვითალო ფერისთვის)

4 სუფრის კოვზი ბუნებრივი საკვები საფუარი - სურვილისამებრ (nutritional yeast - იყიდება საკვებ დანამატებთან ერთად, აქვს განსაკუთრებული გემოვნური თვისებები და ასევე ძალიან ჯანსაღია) 

ამ ყველაფერს ერთად ვაბლენდერებთ, სანამ  კრემისებრი არ გახდება და გადაგვაქვს შესაფერის ჭურჭელში.   კრემ-ყველი საუკეთესო "აპეტაიზერი"  და ასევე  ღვინის დაფის წევრია.