Hammock Magazine x Top The Shaker - ვეგანური Nutella - სმუზი

ყველაზე გემრიელი სმუზი, რაც კი გამისინჯავს. საუკეთესო საუზმე თუ დესერტი. ასევე საყვარელი ტკბილეული ბავშვებისთვის. ყველაფერთან ერთად კი ჯანსაღი. ამ შემთხვევაში ინგრედიენტებია თხილის კარაქი და შვრიის რძე - სახლში  მომზადებული, უშაქროდ. კითხვებისთვის გადმოდით მისამართზე: @toptheshaker

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Hammockmagazine (@hammockmagazine)

 

2 ცალი გაყინული ბანანი (ან 3 ც პატარა)

1 ს/კ თხილის კარაქი (გამოდგება არაქისის ან ნუშის კარაქიც)

1 ჩ/კ კაკაო

3 ს/კ ვეგანური რძე (გამოვიყენე შვრიის რძე)

მწიკვი მარილი

 

ვაბლენდერებთ, სანამ ნაყინივით ბლანტი არ გახდება.

 

მოსართავად: (სურვილისამებრ)

 

ქოქოსის ფანტელი

ხრაშუნა გრანოლა

მოხალული თხილი

შავი შოკოლადის ბურთულები 

 

მოსართავები შესაძლოა ჩაანაცვლოთ ხილით.

 
ჭამეთ, სანამ ცივია, შესაძლოა 2 საათით გაყინვა და ნაყინივით მირთმევაც.