ჰარი პოტერის მსახიობები 20 წლის იუბილესთვის ჰოგვორტსში ბრუნდებიან

ზუსტად 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მაყურებლებმა ჰარი პოტერის სერიის პირველი ფილმი - “ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა” იხილეს და ჰოგვორტსის მაგიური სამყარო ტელეეკრანებიდან გაიცნეს. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით HBO Max  სპეციალურ ეპიზოდს აანონსებს, რომელიც პოტერჰედების საყვარელ ტრიოს - დენიელ რედკლიპს, რუპერტ გრინტსა და ემა უოტსონს, სხვა მონაწილე მსახიობებთან ერთად, კიდევ ერთხელ გააერთიანებს. 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by HBO Max (@hbomax)


“ჰარი პოტერი ჩემი სახლი, ოჯახი და სამყარო იყო, ხოლო ჰერმიონა (დღესაც კი) ყველა დროის საყვარელი მხატვრული პერსონაჟი,” - წერს ემა უოტსონი თავის ინსტაგრამ-ანგარიშზე და გამომწერებს ჰარი პოტერის საიუბილეო ოც წელს ულოცავს.

სპეციალური ეპიზოდი სათაურით “ჰარი პოტერის 20 წლის იუბილე: ჰოგვორტსში დაბრუნება” HBO Max-ის სტრიმინგ პლატფორმაზე ახალ წელს, 2022 წლის პირველ იანვარს გამოვა. Warner Bros-ის განცხადებით, სპეციალური ეპიზოდი მსახიობების ინტერვიუებსა და სერიის ფილმების კადრს მიღმა დარჩენილ ამბებს გააერთიანებს. სპეციალურ ეპიზოდში ასევე ვიხილავთ ჰელენა ბონემ კარტერს, რობი კოლტრეინს, რეიფ ფაინზსა და გარი ოლდმანს, რომლებიც ბელატრის ლესტრეინჯის, ჰაგრიდის, ვოლდემორისა და სირიუს ბლექის როლებს ასრულებენ.



ავტორი : ანა გაბისიანი