iPhone 6s - W22 შოუს მოსაწვევი Balenciaga-სგან

Balenciaga-ს 2022 წლის ზამთრის ჩვენებისთვის ბრენდის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა  დემნა გვასალიამ ტრადიციული ქაღალდის მოსაწვევის ნაცვლად დამტვრეული iPhone 6s გაგზავნა. ტელეფონის გარეკანზე შოუს ჩატარების ადგილი, თარიღი და დროა ამოტვიფრული. 

 


 

Apple-ის მოსაწვევები და კოლექციის სახელწოდება - 360° ადასტურებს, რომ  ჩვენება, რომელიც 6 მარტს გაიმართება, ციფრულ კომპონენტებსაც მოიცავს. ამასთან, მოდის სახლმა “მეტავერსში” შესვლის გეგმაც დააანონსა. აღმასრულებელი დირექტორის, სედრიკ ჩარბიტის თქმით, Balenciaga ვირტუალურ ბიზნესგანყოფილებას ხსნის, რაც “მეტავერსისთვის შექმნილ ნივთებსა და პროექტებს აერთიანებს. 


 
ფოტო: Highsnobiety

ავტორი: მარიამ ქორიძე