JANASHIA- SS2021

ყველას მსგავსად, ბუნებრივია, მსოფლიოს ამჟამინდელმა ვითარებამ  გავლენა ჩემზეც მოახდინა. ბევრს ვფიქრობდი და კომფორტს ნაცნობ სცენარებსა და ესთეტიკაში ვპოულობდი.  ამ რთული მდგომარეობის  შემდეგ მივხვდი, რომ ჩემთვის ყველაზე  მნიშვნელოვანი საკუთარი თავის ერთგულება იყო, ამიტომაც  შევქმენი კოლექცია, რომელიც  ყველა ისეთ პრინციპზეა დაფუძნებული, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.



შთაგონება ჩემს გარემოსა და  იმ საგნებში აღმოვაჩინე, რომლებიც მთელი ცხოვრება ჩემთან იყვნენ და ჩემთვის სიმშვიდე და კომფორტი მოჰქონდათ. ეს ინსპირაცია მოიცავს ყველაფერს, მაგალითად, ბავშვობის მოგონებებს, საიუველირო ნაკეთობებს და ა.შ.

მასალები, რომლებიც ბოლო კოლექციისთვის გამოვიყენე, ძირითადად ბამბისა და ვისკოზისგან შედგებოდა. ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ დღევანდელი მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობისა და კრიზისის გათვალისწინებით, ეკოლოგიური კოლექცია წარმოგვედგინა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომლის აღნიშვნაც მსურს, არის ის, რომ ამ კოლექციისთვის მე  არც მიმდინარე და არც ძველი  ტენდენცია არ გამითვალისწინებია.  ჩემს თავს უფლება მივეცი შემექმნა ისეთი ნამუშევრები, რომლებსაც  ჩემი ხელწერა ექნებოდა  (ასიმეტრიული და ფუტურისტული დეტალები, ბიუსტჰალტერი, კორსეტები..). აღსანიშნავია, რომ ჩემი წინა კოლექციისგან განსხვავებით, ამჯერად გადავწყვიტე ცოტათი შემეცვალა დეტალები, მაგალითად, ღილების ნაცვლად, კაუჭები გამომეყენებინა. პატარა დეტალები ყოველთვის მახარებს.

ჩემი საიუველირო კოლექცია მართლაც პირადი მოგზაურობაა. ამ მიზეზით, სიტყვების კომბინაცია, რომლებიც მასზე საუბრისას ჩნდება, მახსენებს ძველს, მოიცავს წარსულს და სხვანაირი გზებით ახლიდან  იბადება.

ჩემს ბავშვობაში ისეთი საიუველირო ნაწარმი არსებობდა, რომელიც უნიკალურ "თოკზე"  ჩამოცმულ ჯაჭვის ყელსაბამებს მოიცავდა და ისინი  ყველა  საბჭოთა კავშირის  რესპუბლიკაში უნდა გადანაწილებულიყო. ეს  ყელსაბამი ჩემი საიუველირო კოლექციისთვის უდიდესი შთაგონება იყო. ექსპერიმენტები ჩავატარე და შევეცადე  ყელსაბამი უფრო თანამედროვე გამეხადა. თანამედროვე გზით ეს ხაზი ეხება მასიურ, თვალისმომჭრელ ნაჭრებსა  და იმ  გეომეტრიული ფორმებს, რომლებიც ესკიზებად გამოვხატე.

ჩემი საიუველირო კოლექციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გულსაკიდია, ის სინამდვილეში ძალიან ძველი ყელსაბამითაა შთაგონებული, რომელიც მთელი ცხოვრება ჩემთან იყო. მომწონდა მისი ხელში დაჭერა და ყოველთვის წარმოვიდგენდი, რომ მას სათამაშოდ პატარა სფერო ჰქონდა. ობიექტებზე შეხება და შეგრძნება ჩემთვის ნამდვილად დამამშვიდებელი და თერაპიული გამოცდილებაა, ასე რომ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვიზუალური კმაყოფილების გარდა, მინდოდა ფიზიკური კმაყოფილებაც განმეცადა.

კოლექციაში 6 ნამუშევარია - ორი გულსაკიდი, თოკისა და ბალთის ყელსაბამები, შარფი, მარგალიტის “ჩოქერი” და საყურეები. ვგრძნობ, რომ ამ კოლექციაში  ყველა ადამიანს  რაიმე პირადისა და მიმზიდველის პოვნა შეუძლია.



ავტორი : გვანცა ჯანაშია