Joker: Folie à Deux - “ჯოკერის” მეორე ნაწილი გამოდის

რეჟისორმა ტოდ ფილიპსმა ინსტაგრამზე ფილმის მეორე ნაწილი დააანონსა, სცენარის ავტორები კვლავ ტოდ ფილიპსი და სკოტ სილვერი არიან. ფილიპსივე პოსტმა დაადასტურა, რომ მთავარ როლს ისევ ხოაკინ ფენიქსი შეასრულებს. 

 

 

ფილმის პირველი ნაწილი “ბეტმენის” ბოროტმოქმედი პერსონაჟის ახლებურ ისტორიას გვიყვება და ანტიგმირს წარუმატებელ კომიკოსად წარმოგვიდგენს. ბნელი და დუნედ მიმდინარე კინო არაფრით ჰგავს ტრადიციულ სუპერგმირების ფილმებს, თუმცა ფილმი მაინც ბლოკბასტერი გახდა და ოსკარზე 12 ნომინაცია მოიპოვა. “ჯოკერის” როლისთვის ხოაკინ ფენიქსმა ოსკარი მიიღო. 

ფილიპსს სიუჟეტის დეტალები ჯერჯერობით არ გაუსაჯაროებია, თუმცა სათაური ითარგმნება როგორც ერთობლივი სიგიჟე, რაც გვაფიქრებინებს, რომ ფილმში შეიძლება ჰარლი ქუინი გამოჩნდეს, რომელსაც DC-ის ადაპტაციებში მარგო რობი თამაშობს. 

ახალი ფილმის შესახებ Warner Brothers ჯერჯერობით განცხადებას არ აკეთებს, ასევე უცნობია როგორც გამოსვლის, ასევე გადაღებების დაწყების თარიღები.

 

 

 

 

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე

 

ფოტო: Todd Phillips, IndieWire, Collider