კარ-ვაი ვონგის სატელევიზიო სერიალის, Blossoms Shanghai-ს პირველი თრეილერი გამოქვეყნდა

ჰონკონგელი კინორეჟისორი და სცენარისტი კარ-ვაი ვონგი დაუვიწყარი In the Mood for Love-ისა და 2046-ის ისტორიას აგრძელებს და ტრილოგიის მესამე ნაწილს, სატელევიზიო სერიალ Blossoms Shanghai-ს აანონსებს, რომლის პირველი თრეილერიც სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა. კარ-ვაი ვონგი ფილმში In the Mood for Love საიდუმლოებით მოცულ წყვილზე გვიყვება, სადაც ბევრი რამ უთქმელად, არაპირდაპირი გზითაა გამოხატული, რაც ფილმს რეჟისორისთვის დამახასიათებელ გამორჩეულ სტილისტურ ელფერს სძენს. მომავალი სერიალი, რომელიც ჩინელი ნოველისტის, ჯინ იუჩენგის ნოველას, Blossoms-ს ეფუძნება, სავსეა ვიზუალური ბრწყინვალებით, სადაც კიდევ ერთხელ მკვეთრად იხატება აღმოსავლური კულტურა. როგორც თავად რეჟისორი აღნიშნავს, Blossoms Shanghai-ს ისტორიას, რომელსაც ფილმებში In the Mood for Love-ს და 2046 ვხვდებით, ნელ-ნელა დასასრულისკენ წაიყვანს.

ბოლო წლებში კარ-ვაი ვონგის ბევრი პროექტი დაანონსდა, რომელიც, სამწუხაროდ, აღარ განხორციელდა. Blossoms Shanghai-ის იდეაც თავდაპირველად ფილმის სახით გაჩნდა, თუმცა, საბოლოოდ, სატელევიზიო სერიალის სახე მიიღო, სადაც, როგორც ცნობილია, მთავარ როლს წარმატებული ჩინელი მსახიობი ჰუ ჯი ითამაშებს, რომელსაც დენილ ლის ფილმებიდან - The Wild Goose Lake და The Climbers ვიცნობთ. საიდუმლოებით მოცული კარ-ვაი ვონგი ახალი პროექტის შესახებ წინასწარი პროგნოზების საშუალებას ჯერჯერობით არ გვაძლევს,  ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, 2022 წლამდე მოვიცადოთ და მისი ამ გრანდიოზული სასიყვარულო ტრილოგიის დასასრული  - Blossoms Shanghai ვიხილოთ.

 



ავტორი : ლიკა ხუნდაძე