ხუთოთახიანი - ხუთი არტისტის ჯგუფური გამოფენა Gypsandconcrete-ში

27 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით სტუდია Gypsandconcrete ხუთი არტისტის: ანა გზირიშვილის, სალომე დუმბაძის, ნინა კინწურაშვილის, ლადო ლომიტაშვილისა და ქეუ მეფარიშვილის გამოფენას უმასპინძლებს. 

 

ბინა, სადაც გამოფენა ტარდება, სტუდიოს ტიპის სივრცეა, რომელიც საწყობის, დროებითი საცხოვრებლისა და უსაფრთხო გარემოს, “თავშესაფრის” ფუნქციას ითავსებს ხუთი ხელოვანისთვის. სახელოვნებო სივრცეების სიმწირის გამო, არტისტებმა გადაწყვიტეს ერთად ემუშავათ და შეექმნათ ადგილი, სადაც ურთიერთდახმარებით განვითარდებიან. 

 

გამოფენის მიზანია დამთვალიერებელს წარუდგინოს არტისტების ერთად ყოფნითა და დიალოგით შექმნილი ნამუშევრები მათთვის ძვირფას გარემოში, ამასთანავე კი გააკრიტიკოს სახელმწიფოს არასწორი საბინაო პოლიტიკა და ჯენტრიფიკაციის პრობლემა, რაც დღითიდღე უფრო და უფრო მწვავდება. 

 

გამოფენის მისამართია -  ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩა 11, 1-ელი სადარბაზო, მე-3 სართული.