Lady Gaga - Gucci-ის “შავი ქვრივი”

ლედი გაგა ოსკაროსანი რეჟისორის, რიდლი სკოთის ახალი ფილმის სამსახიობო გუნდს ოფიციალურად შეუერთდა. ფილმი Gucci-ის “დინასტიის” ერთ-ერთ უმძიმეს პერიოდს ასახავს. ეს ისტორია ადრეული 90-იანების მაღალ საზოგადოებაში მომხდარ, საყოველთაოდ ცნობილ მკვლელობაზე მოგვითხრობს.


ცნობილია, რომ ფილმში Gucci ლედი გაგა მაურიციო გუჩის ცოლის როლს მოირგებს, რომელიც დამნაშავეა თავისი ქმრის მკვლელობაში. სიუჟეტი ასე ვითარდება: 1985 წელს, როდესაც მაურიციომ ცოლი პატრიცია რეჯიანი, ბევრად ახალგაზრდა ქალის გამო მიატოვა და შემდეგ მას საბოლოოდ დაშორდა, პატრიციამ ყოფილი ქმრის სიკვდილი დაქირავებულ მკვლელს შეუკვეთა. მედიამ ქალს ზედმეტსახელი მალევე მოუძებნა და „შავი ქვრივი“ უწოდა. ყოფილი წყვილის შვილების მტკიცებით კი, მათ დედას ტვინში სიმსივნე ჰქონდა, რაც, მათივე განცხადებით, პატრიციას ფსიქიკურ მდგომარეობაზე გავლენას ახდენდა. თუმცა, ქმრის მკვლელობისთვის „შავ ქვრივს“ 26 წელი მაინც მიუსაჯეს.


მიუხედავად იმისა, რომ ფილმის სცენარს რობერტო ბენტივენა წერს, იგი მაინც სარა გეი ფორდენის ნოველას - The House of Gucci: A Sensational Story of Murder, Madness, Glamour and Greed-ს ეფუძნება. ფილმის გამოსვლის თარიღად კი, 2021 წლის 24 ნოემბერი იგეგმება.

რაც შეეხება ლედი გაგას, მან სამსახიობო კარიერა 2015 წელს, სერიალ American Horror Story: Hotel-ში დაიწყო და თავისი ნიჭიერებით ყველა განაცვიფრა. მას ვამპირის როლის შესრულებისთვის, საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში ოქროს გლობუსი გადაეცა. აღსანიშნავია ისიც, რომ 2018 წელს ფილმში - A Star is Born კატეგორიაში - „საუკეთესო სიმღერა“ ოსკარიც კი დაიმსახურა. იგი ასევე, ამავე დაჯილდოებაზე ნომინირებული იყო, როგორც „საუკეთესო მსახიობი ქალი“.



ავტორი : ამუკა ქორიძე