ლევან კოღუაშვილის ფილმი Brighton 4th ტრაიბეკას კინოფესტივალის გამარჯვებულია

ლევან კოღუაშვილის ფილმმა, სახელწოდებით Brighton 4th, ტრაიბეკას კინოფესტივალზე საუკეთესო საერთაშორისო ნარატიული სრულმეტრაჟიანი ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა. ამასთანავე, ჯილდოები დაიმსახურეს ლევან თედიაშვილმა, რომელიც ფილმში მთავარ როლს ასრულებს და ბორის ფრუმინმა,  ფილმის სცენარისტმა. ფილმის პრემიერა 14 ივნისს ტრაიბეკას კინოფესტივალზე გაიმართა. იგი ყოფილი ქართველი  მოჭიდავის, კახის (ლევან თედიაშვილი) შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ბრუკლინში თავის შვილთან, სოსოსთან (გიორგი ტაბიძე) გაემგზავრება, რათა ფინანსური კრიზისიდან ამოსვლაში დაეხმაროს. კახი მალე გაიგებს, რომ მის შვილს კრიმინალური დაჯგუფების ბოსისთვის 14 000 $ აქვს გადასახდელი.




Brighton 4th ლევან კოღუაშვილის მესამე სრულმეტრაჟიანი ფილმია. მასში ასევე მონაწილეობენ კახი კავსაძე და ნადეჟდა მიხალკოვა.




ავტორი : ანი შამათავა