LOVE IS ALL: ხატია ბუნიათიშვილი Cartier-ის ახალ კლიპში მონაწილეობს

ფრანგული ბრენდი Cartier ახალ კლიპს აქვეყნებს. ვიდეორგოლში სახელწოდებით LOVE IS ALL თორმეტი ვარსკვლავი მონაწილეობს, რომელთა შორისაა ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი. მუსიკოსი კლიპში რამდენჯერმე ჩნდება და როიალზე ერთ-ერთ კომპოზიციას ასრულებს. 2-წუთიანი კლიპი LOVE IS ALL ბრენდის მიერ ინიცირებული უნივერსალური და მარადიული სიყვარულის ჰიმნია. Cartier-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ვიდეორგოლი ბრენდის ფილოსოფიას იზიარებს და ადამიანების ერთად ყოფნით ერთმანეთის გაძლიერებასაც გულისხმობს.






LOVE IS ALL
-ის გადაღების პროცესი პარიზში, ლოს-ანჯელესსა და შანხაიში მიმდინარეობდა. Cartier-მა კლიპზე ახალგაზრდა ბრიტანელ რეჟისორთან და მოდის ფოტოგრაფთან, შარლოტა უელსთან ერთად იმუშავა. კლიპში გამოყენებული სიმღერა Love is All როჯერ გლოვერისა და რონი ჯეიმზ დიოს მიერ 1970-იან წლებში დაწერილი კომპოზიციაა, რომელსაც ვიდეორგოლში ისეთი ცნობილი ვარსკვლავები ასრულებენ, როგორებიც არიან - მონიკა ბელუჩი, ლილი კოლინზი, ელა ბალინსკა, ტროი სივანი და სხვები.