ლუის ჰამილტონი Valentino-ს ვარდისფერი კოლექციის კამპანიაში

იტალიურმა მოდის სახლმა Valentino-მ შემოდგომა-ზამთრის ვარდისფერი კოლექციის ახალი კამპანია წარმოადგინა, რომელშიც ლუის ჰამილტონი და ზენდაია მონაწილეობენ. კოლექცია მოდის სახლის კრეატიული დირექტორის, პიერ პაოლო პიკოლის ხაზის -  PP Pink-ის ნაწილია. 


კამპანიის ფოტოგრაფი ნიკოლას კერნია, კრეატიული დირექტორი კი ლოუ როუჩი. ფოტოებზე, ვარდისფერ ფონზე,  ასახული არიან ვარდისფერ ტანსაცმელში გამოწყობილი ლუის ჰამილტონი და ზენდაია. 


ფორმულა 1-ის ვარსკვლავი და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრიტანელი სპორტსმენი ლუის ჰამილტონი Valentino-ს ახალ მუზად შეიძლება მივიჩნიოთ. როგორც პიერ პაოლო პიკოლიმ განაცხადა, ჰამილტონი იდეალურად წარმოაჩენს ბრენდის პოლიტიკას, რომელიც უკანასკნელი წლებია თანასწორობის და თვითგამოხატვის საკითხებს ეხება, ჰამილტონი კი საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება მიაღწიოს ადამიანმა წარმატებას საკუთარი ნამდვილი იდენტობის დაკარგვის გარეშე. 

 

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე

 

ფოტო: Valentino, Nicolas Kern