Madres Paralelas - პედრო ალმოდოვარი ახალ ფილმს იღებს

ცნობილი ესპანელი რეჟისორი პედრო ალმოდოვარი თავისი ბოლო ნამუშევრის, The Human Voice-ის შემდეგ, სრულმეტრაჟიან ფილმს იღებს. ფილმს „პარალელური დედები“ (ესპ. Madres Paralelas) ჰქვია და იგი სამი განსხვავებული დედის შესახებ მოგვითხრობს. სცენართან დაკავშირებული სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ალმოდოვარი მასზე წლების განმავლობაში მუშაობდა, საბოლოო სახე კი პანდემიის დროს მისცა. რეჟისორი ამბობს: „ამ ფილმით მე ქალების სამყაროს ვუბრუნდები, დედობას, ოჯახს. ვსაუბრობ წინაპრებისა და შთამომავლების მნიშვნელობაზე, მეხსიერების შეუცვლელ არსებობაზე. ჩემს ფილმოგრაფიაში ბევრი დედაა, მაგრამ ამ ისტორიის დედები მათგან ძალიან განსხვავდებიან. როგორც ამბების მთხრობელს, ამჟამად ყველაზე მეტად არასრულყოფილი დედები შთამაგონებენ.“




აღსანიშნავია, რომ ფილმში ალმოდოვარის შემოქმედების ორი მუზა, როსი დე პალმა (მათი პირველი კოლაბორაცია 1987 წელს შედგა, ხოლო ბოლო - 2016 წელს, ფილმით „ხულიეტა“) და პენელოპა კრუსი (იგი ბოლოს ალმოდოვარის 2019 წლის ფილმში ჩანს, სახელწოდებით „ტკივილი და დიდება“) გამოჩნდებიან.  სამი დედის როლს პენელოპა კრუსი, აიტანა სანჩეს გიიონი და მილენა სმიტი შეასრულებენ. მთავარი პერსონაჟი კაცის როლს ისრაელ ელეიალდე ითამაშებს. მათთან ერთად ასევე მონაწილეობს ალმოდოვარის ცნობილი ფილმის, „ქალები ნერვიული აშლილობის ზღვარზე“ ვარსკვლავი - ხულიეტა სერანო. „პარალელური დედების“ გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.




ფოტო:
1.  
variety.com
2dailyadvent.com



ავტორი : ანი შამათავა