მარინა აბრამოვიჩისა და Sound of Ceres-ის კოსმოსური კოლაბორაცია

ნიუიორკული დრიმ-პოპ ბენდის, Sound of Ceres-ის ახალ ალბომში ბენდის ვოკალისტი ქეი და პერფორმანსის არტისტი მარინა აბრამოვიჩი დედამიწისა და ვენერას როლებს ირგებენ.

ვიდეო განასახიერებს დიალოგს ორ ქალღმერთს შორის, შავი ხვრელების, კოსმოსის, სამყაროს შექმნისა და ზოგადად, არსებობის შესახებ. 80-იანი წლების მუსიკა და ლინჩიანური გარემო კლიპს სიზმრისეულ ეფექტს სძენს. 


როგორც მარინა აბრამოვიჩი ამბობს, კოლაბორაცია გვაფიქრებს არა იმაზე, თუ რა არის კოსმოსი, არამედ - რა ხდება კოსმოსს მიღმა. 

 

 

აბრამოვიჩი ბენდის წევრებს პირველად 2017 წელს შეხვდა და მათი მუსიკის კოსმიურობით  მოიხიბლა, სწორედ ამ დროს დაიბადა კოლაბორაციის იდეაც. 

საინტერესოა, რომ ალბომის ყველა დეტალზე Sound of Ceres-მა იმუშავა. რეჟისორი ბენდის წევრი ჯეისონ გრეჰემია, დანარჩენი მუსიკოსები მონაწილეობდნენ ვიდეოს ვიზუალური ნაწილის შექმნაში, გამოყენებული კოსტიუმებისა და აქსესუარების ავტორებიც სწორედ ბენდის წევრები არიან. რაც შეეხება, მარინა აბრამოვიჩს მისი როლი ახალ ალბომში მხოლოდ ვიდეოში მონაწილოებით არ შემოიფარგლება -  ის მთხრობელის როლსაც ირგებს და ათი კომპოზიციის განმავლობაში სამყაროს შესახებ გვიყვება. 



ავტორი: ლიზა ალფაიძე 

 

ფოტო: Dazed