„მე რო ლექსი დავწერე“ - ჯგუფური გამოფენა გალერეა „არტბითში“

გალერეა „არტბითი“ 24 ივნისიდან 5 სექტემბრამდე შვიდი ხელოვანის ჯგუფურ გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენაში თეა გვეტაძის, ანნა კ.ე.-ს, Rooms Studio-ს (ქეთი თოლორაია და ნატა ჯანბერიძე), ნიკა ქუთათელაძის, გიორგი ხანიაშვილისა და მამუკა ჯაფარიძის ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. როგორც გამოფენის კურატორი ნათია ბუკია ამბობს, ხელოვანები თავიანთი ნამუშევრებით ქართულ თანამედროვე ხელოვნებაში ქართული „ენის“ ძიებას ცდილობენ, მიანიშნებენ იმაზე, თუ რას წარმოადგენს მათთვის იდენტობა და საერთოდ, საჭიროა თუ არა, რომ თანამედროვე ხელოვნებას იდენტობა გააჩნდეს.  "მე რო ლექსი დავწერე" 24 ივნისს, 16:00 საათზე გაიხსნება და 19:00 საათამდე გაგრძელდება.




ავტორი : ანი შამათავა