მეამას ახალი, 09 კაფსულა - ისეთი ინტენსიური, როგორც არასდროს

მეამა არის კომპანია, რომელიც ყავის მიღების ინოვაციური გზების დამკვიდრებით გამოირჩევა და მომხმარებლებს არომატების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. “მეამასამერიკული და ევროპული ფორმატის თითოეული კაფსულა (18 ყავის და 7 ჩაის ნაზავი) ერთმანეთისაგან ინტენსიურობით, გემოთი და არომატით განსხვავდება და სპეციალურად ქართველი მომხმარებლების გემოვნების გათვალისწინებითაა შექმნილი. კომპანიამ, რომელიც ყავის მოყვარულებს, ევროპული ფორმატის კაფსულებში, უკოფეინო ყავას და ასევე,  6 სახის სხვადასხვა უნიკალურ გემოს სთავაზობს, ახალი, ყველაზე ინტენსიური კაფსულა 09 შექმნა.



როგორცმეამასყავის მთავარი ტექნოლოგი დავით გოგოხია აღნიშნავს, მომხმარებლების ქცევის გაანალიზებამ აჩვენა, რომ ინტენსიური ყავისადმი მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება. ახალი კაფსულა, რომელიც ინტენსიური ყავის  ახალ სტანდარტს ქმნის, ძლიერი ესპრესოსა და ლუნგოს მოყვარულებს პირველივე დაგემოვნებისთანავე შეუყვარდებათ.



09 კაფსულის ნაზავი არაბიკისა და რობუსტას მუქად მოხალული მარცვლებისაგან მზადდება. ინტენსიური ყავა ბლანტი სტრუქტურით ხასიათდება, რომელსაც მუხის ქერქისა და შავი პილპილის ნოტები განსაკუთრებულ გემოს სძენს. აღნიშნული არომატის მისაღებადმეამასყავის ტექნოლოგების გუნდმა ინგრედიენტთა კომბინაციის ათეულობით ვარიანტი შექმნა და ერთმანეთს შეადარა, რის საფუძველზეც მიღებულმა საბოლოო პროდუქტმა - ინტენსიურმა კაფსულა 09-, მაღალი ხარისხის სტანდარტების და ძლიერი ყავის მოყვარულ მომხმარებელთა მოლოდინი გაამართლა.



საჭირო იყო არა უბრალოდ უფრო ძლიერი ყავის გამოშვება, არამედ ისეთი პროდუქტის შექმნა, რომელიც გამორჩეული იქნებოდა ინტენსივობითა და  გამყოლი გემოთიევროპული ფორმატის 09- სახით ისეთი ნაზავი შევქმენით, ახალი გემოს პროფილი უფრო მკვეთრი და ძლიერი ტონებით რომ გამოიხატება,” - ამბობსმეამასყავის მთავარი ტექნოლოგი



შეგახსენებთ, რომმეამაძლიერი ყავის მოყვარულებს ინტენსიური ყავის კაფსულების მრავალფეროვან არჩევანს აქამდეც სთავაზობდა როგორც ევროპულ, ასევე ამერიკულ ფორმატში. "მეამას: ახალი ინტენსიური კაფსულა 09 ევროპული ფორმატის ყავის აპარატებთანაა თავსებადი და ისეთი ინტენსიურია, როგორც არასდროს.

ევროპული ფორმატის ყავის ახალი კაფსულის შესაძენად შეგიძლიათ ეწვიოთ "მეამას" ბრენდულ სივრცეებს - ონლაინმაღაზიას და "მეამა ქოლექთს",  ან ისარგებლოთ კომპანიის ქოლცენტრით.



ავტორი : ანა გაბისიანი