“მეოთხე ბრაიტონმა” აზიური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი ჯილდო მოიპოვა

რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმმა “მეოთხე ბრაიტონი”, რომელიც საქართველოს სახელით ოსკარის საერთაშორისო ფილმის ნომინაციაზე წარდგება, კიდევ ერთი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა. “მეოთხე ბრაიტონი” ლოს-ანჯელესში აზიური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა. ფესტივალზე ნომინირებული აზიური ფილმების ნაწილი, “მეოთხე ბრაიტონის” მსგავსად, ოსკარზეა გაგზავნილი და როგორც კინოკრიტიკოსები ვარაუდობენ,  ქართველი რეჟისორის მორიგი წარმატება ფილმის საოსკარე კამპანიას მნიშვნელოვნად დაეხმარება.



ავტორი : ანა გაბისიანი