New Phubber App - „ფაბერის“ განახლებული აპლიკაცია

Phubber-მა, რომელიც საზოგადოებამ 2019 წელს გაიცნო, საქართველოში შოპინგის განსხვავებული, ახლებური გამოცდილება შექმნა. ეს არის ციფრული პლატფორმა, რომლის საშუალებითაც, შესაძლებელია ნებისმიერი ბრენდის, კოლექციის, მდგომარეობისა თუ ზომის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარისა და სილამაზის პროდუქტის ყიდვა თუ გაყიდვა. აღსანიშნავია ისიც, რომ „ფაბერი“ საქართველოში სრულიად ახალი სიტყვაა ე.წ. Social Shopping-ის მიმართულებითაც, ვინაიდან მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კარგად ნაცნობი სოციალური ქსელების მსგავსად, აქაც გამოიწეროს სასურველი ბრენდი, ჰეშთეგი ან სელერი. სასურველი ნივთის შეძენის შემდეგ კომპანია პასუხისმგებლობას იღებს ბრენდის ავთენტურობაზე, პლატფორმაზე განთავსებული ნივთების ხარისხის კონტროლზე, მათ შეფუთვასა და მომხმარებლამდე დროულად მიტანის სერვისზე.




ნებისმიერი პროდუქტი, რომელსაც მომხმარებელი აპლიკაციაში ტვირთავს,”ფაბერის” გუნდის მიერ საგულდაგულოდ მოწმდება, რაც ერთი მხრივ, მყიდველს იმედგაცრუებისა და გაუგებრობისგან იცავს, მეორე მხრივ კი ეს ფაქტორი სანდოობისა და კეთილგანწყობილი გარემოს შექმნისათვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს. Phubber ის კომპანიაა, რომელიც მუდმივი განვითარებით და ინოვაციურობით გამოირჩევა, იგი ყოველთვის ცდილობს მყიდველს სასიამოვნო, მათზე მორგებული სივრცე შესთავაზოს და შოპინგის პროცესი ბევრად მარტივი და საინტერესო გახადოს. სწორედ ამიტომაც, Phubber-ის განახლებული აპლიკაცია თავისი დიზაინითა და  რამდენიმე ახალი ფუნქციით კიდევ უფრო სწრაფი და მარტივად მოსახმარი გახდა.





აპლიკაციაში განხორციელებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციური ცვლილება უკუკავშირს უკავშირდება. რადგანაც კომპანიისთვის პრიორიტეტი მომხმარებელთან კომუნიკაცია და სანდოობაა, ამიერიდან, სასურველი ნივთის შეძენის შემდეგ, მყიდველი შეძლებს, როგორც თავად ნივთი, ასევე კომპანიის  სერვისიც 1-5 ვარსკვლავითა და სურვილის შემთხვევაში, კომენტარით შეაფასოს. ამავე დროს ნივთის ვიზუალური მხარისა და დეტალური ინფორმაციის მიწოდებაში დასახმარებლად,  სურათის ატვირთვის პროცესი რამდენიმე ეტაპად დაიყო, გარდა ამისა, სიახლეა ისიც, რომ სელერს საშუალება ექნება პლატფორმაზე ასატვირთი სასურველი ფოტო „დრაფტის“ სახით შეინახოს და მოგვიანებით, მისთვის ხელსაყრელ დროს გამოაქვეყნოს. მნიშვნელოვანია რეკომენდაციასთან დაკავშირებული ცვლილებაც - „გაზიარების“ ღილაკით შესაძლებელი ხდება სასურველი ნივთისთვის რეკომენდაციის გაწევა, რის შემდეგაც „ფაბერის“ მეგობარი შეტყობინების სახით აღნიშნულ რეკომენდაციას მიიღებს; „ჰეშთეგები“ კი უფრო ეფექტიანს ხდის გაყიდვის პროცესს - მათი საშუალებით გამყიდველები შეძლებენ, თავიანთი ნივთები უფრო მეტ მომხმარებელს მიაწოდონ, ხოლო მეორე მხრივ, მყიდველები უფრო მარტივად შეძლებენ მათ აღმოჩენას.




„ფაბერის“ გუნდი ამჟამად აპლიკაციის საზღვარგარეთ გასატანად ემზადება. იგეგმება სხვა მნიშვნელოვანი, საინტერესო და პერსონალული ფუნქციების დამატებაც, რათა პლატფორმით სარგებლობა ნებისმიერი მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი, სასიამოვნო და კომფორტული იყოს.