“No space, Just A Place” - Gucci garden ვიზიტორებს ვირტუალურ ტურში ეპატიჟება

ფლორენციაში მდებარე Gucci Garden-ის დათვალიერება, რომელიც ბრენდის უნიკალურ კოლექციებს და სხვა საგამოფენო დარბაზებს აერთიანებს, უკვე ვირტუალურადაც შესაძლებელია.

 


ალესანდრო მიკელეს დიზაინით 2018 წელს განახლებული Gucci Garden-ის  სამსართულიანი შენობა, რომელიც ფლორენციაში, Piazza della Signoria-ზე მდებარეობს, გარდა ბრენდის მიერ წარმოდგენილი კოლექციებისა, აერთიანებს რესტორანს, საგამოფენო დარბაზებს, წიგნების მაღაზიას და ექსკლუზიური კოლაბორაციებისთვის გამოყოფილ სივრცეებს. 

 


სახლიდან გაუსვლელად, 360°-იანი ხედვის კამერების საშუალებით, ონლაინ ვიზიტორებს შესაძლებლობა ეძლევათ სრულყოფილად დაათვალიერონ გუჩის კოლექციები და სურვილის შემთხვევაში სასურველი პროდუქტი მარტივად, ღილაკზე ხელის ერთი დაჭერით შეიძინონ. 

 


Gucci Garden-ის მეორე და მესამე სართული მეტწილად საგამოფენო დარბაზებს ეთმობა, რომლებიც უნიკალურ ექსპონატებს აერთიანებენ, მათ შორის ვიდეოინსტალაციებსა და ფერწერულ ნამუშევრებს.  ვირტუალური ტურის ფარგლებში მნახველებს შენობაში მდებარე წიგნების მაღაზიით სარგებლობაც შეუძლიათ. 



Gucci Garden-ის ვირტუალური ტური virtualtourguccigarden



ავტორი : ანა გვალია