Of GODDESSES AND WOMEN - რუსუდან ხიზანიშვილის გამოფენა Window Project-ში

18 მარტს, 15:00 საათზე, Window Project-ში რუსუდან ხიზანიშვილის გამოფენა გაიხსნება, სახელწოდებით Of GODDESSES AND WOMEN. გამოფენაზე ხიზანიშვილის მიერ 2018-2021 წლებში შექმნილი ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი, რომელთა მთავარი თემაა ქალები. რუსუდან ხიზანიშვილი ბოლო 15 წლის განმავლობაში თავისი მხატვრობით ცდილობს, იკვლიოს ქალთა როლი საზოგადოებაში და შექმნას არა დოგმატური, არამედ მრავალსახოვანი ფიგურა - ძლიერი, თავისუფალი და თვითკმარი ქალი. გამოფენა 3 მაისის 20:00 საათამდე გაგრძელდება, ექსპოზიციის სტრუქტურასა და დიზაინზე ხელოვანმა ლადო ლომიტაშვილმა იზრუნა.













ავტორი : ანი შამათავა