ოქტომბრის Shopping რეკომენდაციები

ცხელი ზაფხულის შემდეგ შემოდგომის ნაცრისფერი წვიმიანი დღეები ჩვენი სევდიანი განწყობის მიზეზი ხდება. ასეთ დროს კომფორტის, პრაქტიკულობისა და ამავდროულად, ორიგინალურობის შეგრძნება განსაკუთრებით გვჭირდება. სწორედ ამიტომ, ჟურნალმა Hammock-მა თქვენი გარდერობის განახლებისთვის შემოდგომის MUST HAVE ნივთები შეარჩია.

 

Andersson Bell knit vest



მას შემდეგ, რაც მომღერალი ჰარი სტაილზი გუჩის კრეატიული დიზაინერის, ალესანდრო მიკელეს მუზად მოგვევლინა, აღარავის გაჰკვირვებია, როცა თინეიჯერების კულტმა 70-იან წლებში პოპულარული, მოსაწყენი ნაქსოვი პულოვერი მოდაში დააბრუნა. თუმცა, Andersson Bell-ის ამ ფერად შალის პულოვერს მოსაწყენს საერთოდ ვერ ვუწოდებთ.

 

Marine Serre



ფრანგი დიზაინერის, Marine Serre-ს შალის ბერეტი ამ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ატრიბუტია. ამბოხის სიმბოლოდ ქცეულ აქსესუარს მარტივად შეუხამებთ თქვენ საყვარელ კუბოკრულ ქვედაბოლოსა თუ შალის მოსაცმელს. ქუდის შეძენა ბრენდის ოფიციალურ ვებგვერდზე შეგიძლიათ.

 

Idee Fixe Zadie Loafers

 

პარიზული ყოველდღიურობით შთაგონებული ქართული ბრენდის, Idee Fixe-ს ეს ტყავის ლოფერი ნებისმიერ საშემოდგომო ლუქს დასრულებულ იერს მისცემს.

 

Off White x Nike Dunk Low



თუ სპორტულ სტილს ანიჭებთ უპირატესობას, Nike-სა და Off White-ს კოლაბორაციით შექმნილი სპორტული ფეხსაცმელი ამ სეზონის ერთ-ერთი Must Have პროდუქტია. მთლიანი კოლექცია, რომელიც 50 განსხვავებული ფერის მოდელისაგან შედგება, 2021 წლის აგვისტოდან იყიდება.

 

Jeff Koons UT Collection x Uniqlo



სპორტულ ჰუდს პოსტპანდემიურ პერიოდში შესაძლოა მარტივად შეველიოთ, მაგრამ ამერიკელი არტისტის, Jeff Koons-ისა და იაპონური ბრენდის, Uniqlo-ს კოლაბორაცია გულგრილს არავის ტოვებს. კოლექცია 18 ოქტომბრიდან იყიდება და მის შეძენას ამ ლინკზე შეძლებთ.

 

INGOROKVA Faux Leather Trench Coat



რის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ საშემოდგომო გარდერობი? ამ კითხვაზე პასუხი უკვე დიდი ხანია აღარაა ქვიშისფერი თრენჩი. იგი სეზონის მთავარმა ტრენდმა - მაქსიმალური სიგრძის ტყავის მოსაცმელმა ჩაანაცვლა. ქართული მოდის სახლის, INGOROKVA-ს შავი ფერის ხელოვნური ტყავის თრენჩი კიდევ რამდენიმე სეზონის განმავლობაში იქნება თქვენი გარდერობის შეუცვლელი ატრიბუტი.

 

PITO SETURI Fang Earring



PITO SETURI - ასე ჰქვია ქართველი დიზაინერისა და ტატუ-არტისტის, პიტო სეთურიძის ბრენდს, რომელიც სამოსს, სამკაულსა და სხვა აქსესუარებს აერთიანებს. ხელოვანის შთაგონება წარსული გამოცდილება, სამყაროსა და მისი ცალკეული დეტალების მშვენიერებაა. ესთეტიკურად დახვეწილი, რევოლუციური ხასიათის მოოქროვილი ვერცხლის საყურე თქვენ ჩაცმულობას ყველასგან გამორჩეულს გახდის. მისი შეძენა ბრენდის ოფიციალურ ვებგვერდზე შეგიძლიათ.   

 

Senself -  Rich But Light Moisturizer



სეზონის ცვლილებასთან ერთად ჩვენი კანის მდგომარეობაც იცვლება. მისი დაცვა კი შემოდგომის სიცივით გამოწვეული გამოშრობისგან აუცილებელია. თავის მოვლის ბრენდის, Senself-ის Rich But Light Moisturizer იდეალურია კანის ღრმა დატენიანებისთვის. იგი კვებავს კანს და უზრუნველყოფს მის ბუნებრივ სიჯანსაღეს. Fragrance-free ფორმულა რეკომენდებულია ყველაზე მგრძნობიარე კანისთვისაც კი. თავის მოვლის საშუალებების ახალი ბრენდი Senself ანი ფხაკაძისა და გვანცა სალაყაიას ერთობლივი პროექტია. დამფუძნებლების შთაგონების წყარო შუა საუკუნეების ქართული ხელნაწერი კარაბადინი გახდა, რომელიც 140-ზე მეტი უნიკალური სამკურნალო მცენარის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას. ანი და გვანცა პროექტზე ორი წლის განმავლობაში მუშაობდნენ, საბოლოოდ კი იდეა ამერიკულ ლაბორატორიას წარუდგინეს. Senself ჯერჯერობით მხოლოდ 2 პროდუქტს - სახის კანის დამატენიანებელსა და შრატს აერთიანებს და მათი შეძენა Preorder-ით შეგიძლიათ.

 

KASHKASH Skincare



შემოდგომის ცივ დღეებში პირბადის ტარებისგან გამომშრალ ტუჩებსაც სჭირდება  განსაკუთრებული მოვლა. ქართული კოსმეტიკური ბრენდის, KASHKASH-ის ბუნებრივი კომპონენტებით დამზადებული ტუჩის ბალმი მის ხანგრძლივ დატენიანებას უზრუნველყოფს.

 

GANNI Collars



2021 წლის ერთ-ერთი მთავარი ტრენდი - ვინტაჟური სტილის საყელო მხოლოდ საზაფხულო აქსესუარი არ არის. დანიური ბრენდი GANNI სხვადასხვა მასალისაგან დამზადებული საყელოების ულამაზეს კოლექციას გვთავაზობს.

KOVALPOLINA Balaklava



წელს ნაქსოვი ბალაკლავა კვლავ აქტუალურია. საქართველოში მცხოვრები  ხელოვანის, პოლინა კოვალის ყვავილებით გაფორმებული ხელნაკეთი ბალაკლავა შემოდგომის ქარიან ამინდებში საუკეთესო გამოსავალია. მისი შეძენა და ხელოვანის სხვა აქსესუარების დათვალიერება ბრენდის ინსტაგრამ-გვერდზე შეგიძლიათ.

 

Prenom Studio Sonder Bag



პატარა ზომის მინიმალისტური ტყავის ჩანთა - შემოდგომის სეზონის მთავარი აქსესუარია. ქართული ბრენდის, Prenom Studio-ს მხარზე გადასაკიდი სპილოსძვლისფერი ტყავის ჩანთა ბრენდის სადებიუტო კოლექციიდან იდეალურად მოუხდება როგორც კლასიკურ, ისე ყოველდღიურ ჩაცმულობას. 

RECKLESS Raincoat


ახალგაზრდა ქართველი დიზაინერების ბრენდის Reckless-ის მწვანე ფერის საწვიმარი საუკეთესო არჩევანია შემოდგომის წვიმიან ამინდში. ბრენდის მესამე კოლექციაში საწვიმარის გარდა ნაქსოვი პულოვერებიცაა წარმოდგენილი.



ავტორი : მარიამ ქორიძე