Reckless - FW 21-22

წელს პირველად Mercedes-Benz Fashion Week-ზე ტანსაცმლის ბრენდი Reckless-ცაა წარმოდგენილი, რომლის შექმნაც 15 წლის თავისუფლებისმოყვარე ბიჭის, ნიკა ჯორჯაძის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ მისმა მეგობრებმა, 19 წლის დიზაინერებმა ანკა ქოიავამ, ლიზა კაჯრიშვილმა და მასუ მწარიაშვილმა გადაწყვიტეს. Reckless 2020 წლის აგვისტოში შეიქმნა და დღემდე განაგრძობს ძალიან განსხვავებული სტილის ახალგაზრდული სამოსის  შექმნას, რომლებშიც საკუთარი თავისა და სტილის პოვნა ყველას შეუძლია.


Reckless  ახალგაზრდების ინდენტობაზე, არჩევანისა და გადაწყვეტილების თავისუფლებაზეა ფოკუსირებული, სწორედ ეს ოთხი პრიორიტეტი აერთიანებს სამ ახალგაზრდა დიზაინერსაც.

 

მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულზე წარმოდგენილი კოლექციის მთავარი იდეა მოიცავს საბჭოთა კრიმინალური კულტურის თავისებურ გამოვლენას პოსტსაბჭოთა ქვეყანაში და იმ შედეგებს, რაც საბჭოთა პერიოდში ცხოვრებამ ჩვენს საზოგადოებას მოუტანა. კოლექციაში წარმოდგენილია სკოლის პერიოდის ცხოვრება პოსტსაბჭოთა ქვეყანაში. აქ შეხვდებით მოქსოვილ ფართო ჯემპრებს, სასკოლო უნიფორმის სტილის მოკლე ქვედაბოლოებს, რაგბის პერანგებს, ხავერდის მაისურებს, ჯინსებს, ჰუდებსა და ბევრ ერთმანეთისგან განსხვავებულ საბჭოთა ესთეტიკის ტანისამოსს, რომლებშიც  მრავლადაა გამოყენებული იმდროინდელ კრიმინალურ სამყაროში გავრცელებული ტატუს ფორმებით შთაგონებული სიმბოლოები.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Hammockmagazine (@hammockmagazine)


























ავტორი : ლიკა ხუნდაძე