საინტერესო ნივთები ქართული კონცეპტუალური მაღაზიებიდან

გაზაფხულის მზიანი დღეები სულ უფრო ახლოსაა. ახალ სეზონზე მეტი საინტერესო ფერადი ნივთითა და ექსტრაორდინარული საჩუქრებით შესახვედრად Hammock Magazine განქხლებულ სიას გთავაზობთ. უამრავი საინტერესო კონცეპტუალური ნივთი, სამოსი თუ თანამედროვე ქართველი ხელოვანების მიერ შექმნილი ნამუშევრები, რომლებიც ჩვენ მიერ შექმნილ სიაშია თავმოყრილი, გაზაფხულისთვის შესაფერის განწყობასა და ატმოსფეროს შეგიქმნით.


The Why Not Gallery 





ახალგაზრდა ქართველი არტისტების შემოქმედების აღმოჩენა The Why Not Gallery-ის საჩუქრების ონლაინმაღაზიაში შეგიძლიათ, სადაც ბევრ საინტერესო ნამუშევარსა და კონცეპტუალურ ნივთს შეხვდებით. ამჯერად Gift Shop-იდან ქართველი თანამედროვე არტისტების ნამუშევრებით შექმნილ ხალიჩებს გირჩევთ, რომელიც თქვენს ინტერიერს უფრო მყუდროსა და ფერადს გახდის. Gift Shop-ში საჩუქრის შერჩევა The Why Not Gallery-ის
ვებგვერდიდანაა შესაძლებელი. 

 

Buyers





ცოტა ხნის  წინ კონცეპტუალურ მაღაზია Buyers-მა თანამშრომლობა ერთ-ერთ გამორჩეულ ბრიტანული კოსმეტიკის ბრენდთან, Code 8 Beauty-სთან დაიწყო, რომლის ბუნებრივი, ფერადი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის შეძენაც
Buyers-ის ვებგვერდიდანაა შესაძლებელი. 


Objects Architecture | Design



არქიტექტურისა და დიზაინის შოურუმ Objects-ში ისეთ დიზაინერულ ნივთებსა და აქსესუარებს აღმოაჩენთ, რომლებიც თქვენი ადრესატის ინტერიერში საამაყო ადგილს დაიკავებს. ორიგინალური, კონცეპტუალური ნივთების მოყვარულთათვის არტისტ მიშიკო სულაკაურის მიერ შექმნილი სკეიტბორდის დაფები განსაკუთრებული საჩუქარი იქნება. 


Dots





როგორც ყოველთვის, ახლაც DOTS ახალგაზრდა ქართველი დიზაინერების უნიკალურ კოლექციას სთავაზობს მომხმარებელს. ეკომეგობრული ტყავის კოლექციის გარდა, აღსანიშნავია DOTS-ში წარმოდგენილი სხვადასხვა საინტერესო ფორმის ბეჭდები, რომლებიც წელს განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. საჩუქრის შესარჩევად ეწვიეთ მაღაზიის
ოფიციალურ ვებგვერდს.


Communal Craft





სახლის დეკორატიული ნივთებისა თუ სხვა კონცეპტუალური ობიექტების მოყვარულთათვის Communal Craft-ის მაღაზიას გირჩევთ, სადაც სხვა საინტერესო პროდუქციასთან ერთად ფერად ვაზებსაც აღმოაჩენთ, რომლებიც გაზაფხულის ატმოსფეროს განსაკუთრებით უხდება. ვაზების შეძენა Communal Craft-ის
ინსტაგრამის გვერდიდანაა შესაძლებელი. 


Qari Electric 





ახალი მრავალმიმართულებიანი ბრენდი “ქარი”, რომელიც ელექტრომოპედების საზიარო სერვისს სთავაზობს მომხმარებელს, სამგზავრო აქსესუარებისა და მრავალფუნქციური უნისექს სამოსის კოლექციასაც აერთიანებს. მაქსიმე მაჩაიძის ტანსაცმლის ხაზი თანამედროვე, ურბანული ხასიათის სამოსს ქმნის, რომელთაგანაც ამჯერად გაზაფხულის სეზონისთვის ვიზუალურად შთამბეჭდავ ქურთუკებს გირჩევთ. კოლექციის დათვალიერება და შეძენა “ქარის” ოფიციალურ ვებგვერდზე - 
qari.eco.-ზეა  შესაძლებელი. 


Meama





ყავის მოყვარულთათვის საჩუქრად კაფსულის ყავის მწარმოებელი ქართული კომპანიის, “მეამას” სტარტერ ნაკრებს გირჩევთ, რომლითაც ნებისმიერი ადამიანი ძალიან მარტივად შეძლებს არომატული ყავის მომზადებას. სტარტერ ნაკრების შესარჩევად
“მეამას” ვებგვერდს უნდა ეწვიოთ, სადაც დეტალურად ნახავთ მასში შემავალ ყავის აპარატს, ყავის კაფსულებსა და ჭიქებს. 


Soundsnaked





ფერადი, სხვადასხვა ფორმისა და სტრუქტურის სანთლების მოყვარულებისთვის Soundnaked-ის პროდუქციას გირჩევთ, სადაც თქვენ მიერ შერჩეულ სანთელს კერამიკის შანდალიც შეგიძლიათ შეუხამოთ. Soundsnaked-ის სრული კოლექციის ნახვა და შეძენა მის
ინსტაგრამის გვერდზეა შესაძლებელი. 


Usuli 




“უსული” იმ მიზნის გარშემო გაერთიანებული ბრენდია, რომელიც მოდის ინდუსტრიაში ნარჩენის შემცირებას უწყობს ხელს. აქ თითოეული ფეხსაცმელი ქართული ტრადიციული სუფრის ნარჩენი ქსოვილისგან იქმნება, რის გამოც “უსულის” ყველა ფეხსაცმელი განუმეორებელი და უნიკალურია. ეკომეგობრული ბრენდის კოლექციის დათვალიერება და შეძენა ონლაინ -
Facebook-ისა და Instagram-ის  გვერდებზეა შესაძლებელი. 


Me and Elvis





სახლში მეტი ჰარმონიისა და კომფორტის შესაქმნელად Me and Elvis-ის ინტერიერის დიზაინის ელემენტებს, ავეჯსა თუ სხვადასხვა დეკორატიულ ნივთებს გირჩევთ, რომელთაგანაც თითოეული ნივთი ექსკლუზიურია და განსაზღვრული რაოდენობითაა წარმოდგენილი. 50-60-იანი წლების რარიტეტული ხისგან დამზადებული მინიბარი ინტერიერს განსაკუთრებულ იერსახეს მიანიჭებს. Me and Elvis-ის პროდუქციის ნახვა და შეძენა
Facebook-ისა და Instagram-ის გვერდებზეა შესაძლებელი. 


The Bogma





გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად აბრეშუმის ფერადი თავსაბურავები განსაკუთრებით მოთხოვნადი და პოპულარული ხდება. სხვადასხვა საინტერესო პატერნებითა და ილუსტრაციებით შექმნილ აბრეშუმის შარფებს ქართული კონცეპტუალური ბრენდის, The Bogma-ს
ინსტაგრამის გვერდზე აღმოაჩენთ, რომელიც ამ სეზონისთვის იდეალური აქსესუარი იქნება.



ავტორი : ქეთევან ბარბაქაძე