სასტუმრო „პარაგრაფ შეკვეთილი“ - სრულყოფილი დასვენების ადგილი

 ალბათ იშვიათად შეხვდებით ისეთ სასტუმროს, რომელიც თავის სივრცეში ერთდროულად  უნიკალურ მიკროკლიმატს, გამორჩეულ თანამედროვე დიზაინსა და უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მომსახურებას აერთიანებს. შეკვეთილში, შავი ზღვის მაგნიტური ქვიშის სანაპიროზე მდებარე  "პარაგრაფ რეზორტი და სპა შეკვეთილი" სწორედ ასეთი ადგილია. აქ ნებისმიერი სტუმრის სრულყოფილი დასვენებისთვის აბსოლუტურად ყველა  პირობაა შექმნილი. გაფილტრული ზღვის წყლით სავსე, 115 მეტრის სიგრძის  ზღვაში შეჭრილი აუზი, სპაში წარმოდგენილი მაგნიტური ქვიშის პროცედურები, მზის სხივებით და ფიჭვნარით გარშემორტყმული სასტუმროს ტერიტორია  სიცოცხლის ოთხი ელემენტის - წყლის, ცეცხლის, მიწისა და ჰაერის ჰარმოიულ შერწყმას განასახიერებს. 





ეს ოთხი ელემენტი, როგორც სრულყოფილი დასვენების
სინონიმი ცოტა ხნის წინ სასტუმრო პარაგრაფის საზაფხულო ვიდეორგოლშიც აისახა. სწორედ სრულყოფილების იდეა გახდა ვიდეორგოლის მთავარი კონცეფცია და ამოსავალი წერტილი, სადაც სასტუმროს მიერ შემოთავაზებული ყველა მომსახურება და მთელი ეს დაუვიწყარი გარემო 360-გრადუსიან კადრებშია წარმოდგენილი. როგორც სასტუმროს გენერალური დირექტორი ელენე შარიქაძე ამბობს, "პარაგრაფ შეკვეთილმა" კომპანია ბრენდინგ.ჯისთან ერთად ბრენდის სტრატეგია, სამომხმარებლო გამოცდილების რუკა და განახლებული კორპორაციული სტილის დოკუმენტი შექმნა, რომლის  საფუძველზეც მომხმარებელმა “პარაგრაფ შეკვეთილის” პირველი უნიკალური ვიდეორგოლი იხილა.






ელენე შარიქაძე: "ჩვენი სასტუმრო გახსნის პირველი დღიდან საკმაო პოპულარობით სარგებლობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. მიუხედავად ბოლო წლების მანძილზე მსოფლიო პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა, სასტუმრო „პარაგრაფ შეკვეთილმა“ შეძლო მყარად შეენარჩუნებინა  ადგილი ქართული სტუმარ-მასპინძლობის სექტორში და დამსვენებლებისთვის დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ეჩუქებინა. “პარაგრაფ შეკვეთილში” დასვენება მართლაც განსაკუთრებული გამოცდილებაა, რაც განპირობებულია როგორც სასტუმროს ინფრასტრუქტურით, ასევე მისი უნიკალური ადგილმდებარეობით.  ვინაიდან შეკვეთილში საუცხოო ჰავაა, თბილი და მზიანი ამინდები მთელი წლის მანძილზე გვანებივრებს და სასტუმრო „პარაგრაფ შეკვეთილს“ ე.წ. ყველა სეზონის რეზორტად აქცევს. ამ პროექტის ყველაზე რთული ნაწილის აღსრულება კომპანია „ასილუმს“ ხვდა წილად.  გულწრფელად გეტყვით, რომ ეს ფორმატი საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო როგორც ჩვენთვის, ასევე შემსრულებელი კომპანიისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ მთელმა შემოქმედებითმა ჯგუფმა ისე გაართვა თავი ამ დიდ გამოწვევას, რომ მათ მიერ შექმნილმა ვიდეორგოლმა დიდი მოწონება დაიმსახურა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე".





"სასტუმროს მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ერთი ძირითადი ღერძის პოვნა ადვილი არ აღმოჩნდა“ ამბობს ანი ჭყოიძე, თუმცა მან და მისმა გუნდმა შეძლო მათ მიერ შექმნილი დოკუმენტების არსი დასასტუმრო „პარაგრაფ-შეკვეთილის“ დაუვიწყარი გარემო 360 გრადუსის ვიდეოს იდეაში გადმოეტანათ.





ანი ჭყოიძე:"სასტუმრო „პარაგრაფ შეკვეთილი“  მრავალფუნქციური კურორტია უნიკალური  ადგილმდებარეობით, სადაც სიცოცხლის ოთხივე ელემენტის გაერთიანებით იქმნება სრულყოფილი დასვენების გამოცდილება.. სწორედ ამის გამოხატვა გვინდოდა ვიდეორგოლში. ეს იყო ჩვენი მთავარი ამოცანაც და გამოწვევაც. გვინდოდა მომხმარებლისთვის  მაქსიმალურად ნათლად და მკაფიოდ გვეჩვენებინა,  თუ რას სთავაზობს „პარაგრაფ შეკვეთილი“ დამსვენებლებს.  რას ნიშნავს აქ გატარებული დრო.  აქედან დაიბადა 360-გრადუსიანი ვიდეოს შექმნის იდეა. აღნიშნული ვიდეორგოლი არის ინტერაქციული, მაყურებელს შეუძლია არამხოლოდ ჩვენ მიერ შერჩეული კადრების ყურება, არამედ სრულად, 360-გრადუსით კურორტის დათვალიერება. ვფიქრობთ, საბოლოო ჯამში ძალიან საინტერესო პროდუქტი მივიღეთ, რაც სრულად ასახავს როგორც ჩვენს მიერ შექმნილი დოკუმენტების არსს, ასევე სასტუმრო „პარაგრაფ შეკვეთილის“ გამორჩეულ, სახასიათო და დაუვიწყარ გარემოს".