სასტუმროები ზამთრის თოვლიანი დღეების გასატარებლად

ზამთრის არდადეგები დასრულდა, თუმცა ჩვენს ქვეყანაში სათხილამურო კურორტების სიმრავლე, რომელთა უმეტესობაც დედაქალაქიდან არცთუ ისე შორსაა, საშუალებას გვაძლევს განტვირთვისა და დასვენების უქმე დღეები მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან ერთად თხილამურებით სრიალში ანდა, უბრალოდ, სუფთა ჰაერზე სეირნობაში გავატაროთ. თუკი ამ ყველაფერს კომფორტულ სასტუმროში ცხოვრება, სარელაქსაციო პროცედურები და ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნებაც ემატება, შაბათ-კვირის დასვენება კიდევ უფრო სასიამოვნო და დასამახსოვრებელი იქნება. თიბისი კონცეპტი, ახალი  შეთავაზებების ფარგლებში, ამ გამოცდილების მიღების შანსს თავისი მომხმარებლებისათვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის - საქართველოს ზამთრის კურორტებზე ჩასულ სტუმრებს ადგილობრივ სასტუმროებსა თუ მათ რესტორნებში არაერთი სახის ფასდაკლებას სთავაზობს.

ამბასადორი „გოდერძი“

მაღალმთიანი აჭარის ულამაზესი ბუნებით გარშემორტყმული სასტუმრო “ამბასადორი გოდერძი” იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც თხილამურებზე სრიალის გარდა დასვენების დღეების გატარება მშვიდ, მყუდრო გარემოში სურს. თოვლიან ფერდობებს შორის, ნაძვნარში ჩაფლული ეს კომფორტული სასტუმრო სრულყოფილი დასვენებისთვის მრავალი სახის მომსახურებას გვთავაზობს, მათ შორის სპას, დახურულ აუზს,  ორი ტიპის საუნას და სპეციალურ საბავშვო ზონას პატარა სტუმრებისათვის. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს კი საშუალება ეძლევათ, 2023 წლის 28 თებერვლის ჩათვლით სასტუმროში ერთი, სამი, ხუთი ან შვიდი ღამით ოთახის დაჯავშნისას 10-პროცენტიანი ფასდაკლებით ისარგებლონ.

Crowne Plaza

ბორჯომის მწვანე ტყეში ჩაფლული Crowne Plaza ის ადგილია, სადაც საშუალება გექნებათ ბოლომდე შეიგრძნოთ ამ უნიკალურ ადგილზე დასვენების ყველა დადებითი მხარე და დასამახსოვრებელი მომენტი. რომ არაფერი ვთქვათ თერმულ-მინერალურ სამკურნალო წყლებზე, რომელიც შეგიძლიათ აქვე დააგემოვნოთ, დახურული აუზიდან დაწყებული, ქართული და საერთაშორისო კერძებით დამთავრებული სრულყოფილი დასვენებისათვის აქ ყველაფერი დაგხვდებათ. თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში 28 თებერვლამდე საშუალება გაქვთ, 15%-იანი ფასდაკლებით ყველა კატეგორიის ოთახის ჯავშნისას ისარგებლოთ, სპა პროცედურებზე კი დამატებით 20%-იანი ფასდაკლებაც მიიღოთ.

Borjomi Likani Health & Spa Centre

„ბორჯომი-ლიკანი“ ბორჯომის ხეობაში მდებარე კიდევ ერთი სასტუმროა, რომელიც წიწვოვანი პარკის შუაგულში მდებარეობს. უნიკალურ მდებარეობასთან, კომფორტულ ინფრასტრუქტურასა და ნომრებთან ერთად, რომანოვების ცნობილი საზაფხულო სასახლე, რომელიც სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს, კიდევ ერთი მიზეზია საიმისოდ, რატომაც „ბორჯომი-ლიკანს“ უნდა ესტუმროთ. სასტუმრო ზამთრის თოვლიან დღეებშიც არანაკლებ შთამბეჭდავია, როგორც წელიწადის სხვა ნებისმიერ დროს. თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში 31 დეკემბრის ჩათვლით შეგიძლიათ, ოთახის ჯავშნისას 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლოთ, სასტუმროს რესტორანში კი დამატებით 15%-იანი ფასდაკლება მიიღოთ.

Intourist Kazbegi

მათ, ვისაც სუსხიანი დღეების მშვიდ გარემოში და ულამაზეს ბუნებაში გატარება სურს, ყაზბეგს უნდა ეწვიოს. 43-ნომრიანი დახვეწილი  დიზაინის სასტუმრო „ინტურისტში კი მყინვარწვერის ულამაზესი ხედით ტკბობისას სასტუმროს რესტორანში უგემრიელესი ქართული და ევროპული კერძები შეგიძლიათ დააგემოვნოთ. თიბისი კონცეპტის მომხმარებლები სასტუმრო „ინტურისტში“ ნებისმიერი სახის ნომრის დაჯავშნისას 20%-იან ფასდაკლებას მიიღებენ.

Dialog Kokhta

Dialog Kokhta, რომელიც ბაკურიანში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარეობს, აქ ჩამოსულ სტუმრებს ზამთრის სეზონზე პირველად სრულიად ახალ გამოცდილებას სთავაზობს. სათხილამურო ტრასასთან ახლოს მდებარე დახვეწილი, მინიმალისტური დიზაინის სასტუმრო, სადაც ყველაფერია კომფორტული დასვენებისა და გართობისთვის, თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს 30 ივნისის ჩათვლით საშუალებას აძლევს ოთახის სამი ღამით დაჯავშნის შემთხვევაში, მეოთხე უფასოდ მიიღონ.

Bristol Hotel & Spa Bakuriani

ზამთრის სეზონზე ბაკურიანში სტუმრობა ამ სეზონის განუყოფელ რიტუალს ემსგავსება - თხილამურებით სრიალი, ტყეში სეირნობა, ღამით კი მეგობრებთან ერთად სასტუმროს სპა ცენტრში, აუზში ან სულაც ბარში განტვირთვა  დასვენების დღეების ძირითადი ნაწილია. 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Bristol Hotel & Spa Bakuriani თავის სივრცეში ყველა ამ მომსახურებას აერთიანებს და შენობის თანამედროვე მინიმალისტური დიზაინით ზამთრის მყუდრო ატმოსფეროსაც გვიქმნის. აქ თიბისი კონცეპტის მომხმარებლები 29 დეკემბრამდე ოთახის ჯავშნისას 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

Carpe Diem Gudauri

გუდაურში, მთავარი სათხილამურო ტრასიდან 100-მეტრში მდებარე სასტუმრო Carpe Diem იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად ზამთრის დღეების თხილამურებით სრიალში გატარება სურს. სასტუმროში გარდა იმისა, რომ აუზით, სპა ცენტრით, კინოთეატრით და საკონფერენციო დარბაზებით შეგიძლიათ ისარგებლოთ, ამასთანავე საშუალება გაქვთ, თქვენთვის საყვარელი სპორტის სახეობისთვის საჭირო სათხილამურო აღჭურვილობაც ადგილზე იქირაოთ. თიბისი კონცეპტის მომხმარებლები კი 30 მარტამდე ოთახის ჯავშანზე 15%-იანი, არსებული ფასდაკლების შემთხვევაში კი დამატებით 5%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

“ბანგურიანი”

მათ, ვისაც საუკეთესო სათხილამურო ტრასებთან და ულამაზეს ბუნებასთან ერთად დასვენების დღეების მისტიკურ, ისტორიულ ადგილას  გატარება სურთ, სვანეთს უნდა ესტუმრონ. საუკუნოვანი კოშკები, თოვლიანი მყინვარები, უძველესი ტაძრები და შუა საუკუნეების უნიკალური არქიტექტურა ის სანახაობებია, რასაც მესტიაში სასტუმრო „ბანგურიანის ხედიდან იხილავთ. თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში აქ ჩასულ სტუმრებს საშუალება გექნებათ სასტუმროს ნომრებზე 25%-იანი ფასდაკლებით ისარგებლოთ. გირჩევთ, ეწვიოთ სასტუმროს რესტორანსაც, სადაც ულამაზესი ხედების ფონზე ადგილობრივ კერძებსაც დააგემოვნებთ, რაზეც დამატებით 15-პროცენტიანი ფასდაკლებით შეგიძლიათ ისარგებლოთ.

 

ავტორი: გვანცა ჩანადირი