Screens Series: Andro Eradze - ხელოვანის ვიდეონამუშევრის პრეზენტაცია New Museum-ში

ნიუ იორკში, New Museum-ში, 20 აპრილიდან 6 ივნისამდე ანდრო ერაძის სამი ფილმის პრეზენტაცია გაიმართება, რომლის კურატორი მარგო ნორტონია.

“ხელოვანი, რომელიც ცხოვრობს და მოღვაწეობს თბილისში, ძირითადად  ინსტალაციებზე, ვიდეოსა და ფოტოგრაფიაზე მუშაობს. ხელოვანის მომაჯადოებელი ფილმები გაფორმებულია ტრანსცენდენტური მუსიკით და მოიცავს ცხოველების, მცენარეებისა და ბუნების სხვა სუბიექტების ხმებს, რომლებიც ხშირად დაძაბულია  ადამიანის ბუნდოვანი თუ მირაჟული მოქმედებების  გამო. ანდრო ერაძის ლინზა ფოკუსირებულია სივრცეზე ორგანულსა და ინდუსტრიულს შორის, რომლითაც სააშკარაოზე გამოაქვს ურთიერთკავშირი ყველაფერს შორის და ფარდას ხდის პასუხისმგებლობას, რომელიც მსოფლიოს  აკისრია ბუნების მიმართ“. - ვკითხულობთ ნამუშევრის შესახებ New Museum-ის მიერ გამოქვეყნებულ მოკლე აღწერაში.

ფოტო: newmuseum.org



ავტორი : ნინო ტლაშაძე