სენჯინ იანგის ბუშტებისგან შექმნილი ავეჯი

სენჯინ იანგი Blowing სერიის ფარგლებში ბავშვობის მოგონებებს ინდუსტრიული ავეჯის წარმოებაში აცოცხლებს და უნიკალურ დიზაინს ქმნის. სამხრეთკორეელი დიზაინერის უახლესი ქმნილება, ბუშტების სკამები გამძლეა და ადამიანის წონას უძლებს.

ბუშტებისგან ავეჯის დამზადების პროცესი არც ისე მარტივია. დიზაინერი ჯერ ბუშტებს ბერავს და სასურველ ფორმას აძლევს, შემდეგ კი ფერადი ეპოქსიდის წებოს იყენებს, რაც ბუშტებს ფორმას უნარჩუნებს. ბოლო ეტაპზე იანგი სკამებს გუმფისის შრეებით ფარავს. გამოშრობის შემდეგ, ავეჯი გამოსაყენებლად მზადაა და საკმარისად მყარია. შედეგი კი ფერადი, პრიალა ნიმუშებია, რომელიც ინტერიერს სიცოცხლეს და ხალისს მატებს.

Blowing-ის სერიის ახალი ნამუშევრები კიდევ უფრო მრავალფეროვანია, ამჯერად დიზაინერმა კოლექციას გაუმჭვირვალე სკამებიც შემატა. მომავალში კი იანგი თავისი მეთოდის დახვეწას გეგმავს, რაც მას ბუშტებისგან სავარძლების დამზადების საშუალებასაც მისცემს. იანგის ხელნაკეთი ავეჯის ახალი კოლექცია Design Miami 2023-ზე იქნება წარდგენილი. 

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე

 

წყარო: the future perfect, Seungjin Yang