Studio Ghibli და ჰაიაო მიაძაკი ახალ ნამუშევარს აანონსებენ

ჰაიაო მიაძაკის ფანტასტიკური რეალიზმი ეკრანებზე ბრუნდება. 8-წლიანი შესვენების შემდეგ ჩვენი საყვარელი ანიმეების რეჟისორი Studio Ghibli-სთან ერთად ფინალურ ნამუშევარს  - სახელწოდებით How Do You Live? აანონსებს. 



მომავალი ანიმეს სიუჟეტს საფუძვლად  იაპონელი ავტორის - გენზაბურო იოშიონოს ამავე სახელწოდების ნოველა უდევს.

წიგნი 15 წლის ტოკიოელი ბიჭის - კოპერუს ცხოვრებაზეა და მამის გარდაცვალებისგან გამოწვეულ გრძნობებსა და მის სულიერ ზრდაზე მოგვითხრობს. წიგნში ასევე, კლასობრივი თანასწორობის, სოციალიზმისა და მარქსისტული ეკონომიკის საკითხებიცაა წამოწეული.



Studio Ghibli-ის პროდიუსერის, ტოშიო სუძუკის შეფასებით მომავალი პროექტი "გრანდიოზული მასშტაბის ფენტეზია".



ჰაიაო მიაძაკი 40-მდე ანიმეს ავტორია. მისი ფილმები ხიდია ფანტასტიკურ სამყაროში მოსახვედრად. მიაძაკის ფილმებში ჩვენთვის ყველაზე წარმოუდგენელიც კი პერსონაჟებისთვის ახლობელსა და რეალურს წარმოდგენს და ასეთი აღქმით მნახველიც მათი მშვიდი, ამაღელვებელი სამყაროს ნაწილი ხდება.

ფოტო: Entertainment Weekly 



ავტორი : მარიამ ქორიძე