სუფთა ხელები 2 - სტამბა ათი არტისტის ჯგუფურ გამოფენას უმასპინძლებს

10 ივნისს, 17 საათზე "სტამბაში" ათი განხვავებული სტილისა და მიმდინარეობის ხელოვანის გამოფენა გაიხსნება. 

 

პროექტი სუფთა ხელები 10 უნიკალურ კოლექციად განაწილებულ 100 ნამუშევარს გააერთიანებს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილ არტისტთა შორის განსხვავებები, მსგავსებები და დიალოგი ერთგვარ მოზაიკურ სურათს შექმნის ქართული ხელოვნების შესახებ და დამთვალიერებელს საშუალებას მისცემს თანამედროვე ქართულ ხელოვნებას ერთ სივრცეში გაეცნოს. 

 

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება: ელენე გაბრიჩიძის, გიორგი ვარდიაშვილის, ნატალია კალანდაძის, ნინა კინწურაშვილის, თორნიკე რობაქიძის, ნიკა ქუთათელაძის, ელენე  შატბერაშვილის, ელენე ჩანტლაძის, ზურა ცოფურაშვილისა და ანა ჯიბლაძის ნამუშევრები. გამოფენის კურატორია ნინო საკანდელიძე.

 

გამოფენა 20 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. პროექტის მხარდამჭერია აჭარა ჯგუფი

 

მისამართი: Stamba D block - 1 სართული, 14 მ. კოსტავა ქუჩა, თბილისი