Tatuna - SS2021

ტატუნა ნიკოლაიშვილის 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია  Florence Deschamp-ის საგამოფენო დარბაზშია წარმოდგენილი, ციფრული ვიდეოპრეზენტაცია კი მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე თბილისიდან გაიმართა. აღსანიშნავია დიზაინერის სამხრეთ კორეისთვის დამზადებული კაფსულა კოლექციაც -  ”რას ვიცვამთ მარსზე“, რომელიც მარტში 3D ინსტალაციით იქნება წარმოდგენილი.



“2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციაში ბუნებრივ ქსოვილებს ვიყენებთ  და ქალურ ფორმებს ძალიან მკაცრი გეომეტრიული ხაზებით გამოვკვეთთ, თუმცა კოლექცია მაინც მინიმალისტურია, ჩვენ კი ჩვენთვის დამახასიათებელი ინდივიდუალობა არ დაგვიკარგავს.ბევრ ქსოვილზე ნაქარგები ხელნაკეთი ძაფებითა და თოკებით არის დამზადებული, თითოეულ მათგანში ორი ან სამი ნაჭერიც კი არის გამოყენებული”. - ამბობს დიზაინერი კოლექციის შესახებ.