The Body Shop-ის ახალი ველნეს ხაზი

დაიბრუნე მშვიდი ძილი ბოდი შოპის ახალი, ძილის წინ ჩასატარებელი რუტინის მეშვეობით. ევროპული ძილის ცენტრის მიერ კლინიკურად დამტკიცებულია, რომ ის ხელს უწყობს აღდგენილი ენერგიებით გაღვიძებას. სტრესით გამოწვეული უძილობიდან დაწყებული - საკუთარი თავის შეყვარების კრიზისით დამთავრებული, ბოლო რამდენიმე წელიწადმა კეთილდღეობის გამოწვევები მილიონობით ადამიანისთვის გაამძაფრა.

2020 წელს Insomnia “გუგლში” ყველაზე მეტჯერ მოიძებნა  წინა პერიოდებთან შედარებით, ხოლო #selfcare-მა გადაუსწრო #skincare-ს, როგორც ყველაზე ხშირად გამოყენებულმა სილამაზის ჰეშთეგმა. 2020 წელს, The Body Shop Global Self Love Index-მა გამოავლინა, რომ მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი თავს დეპრესიულად გრძნობდა, ხოლო 10-იდან 6 ამბობდა, რომ აწუხებდა შფოთვა. გარდა ამისა, WSGN-ის რეპორტმა დაადგინა, რომ მილენიალთა 52%-ს სტრესის გამო უძილობა აწუხებს.

უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე ადამიანები ეძებენ ველნესის პრაქტიკას, რომლებიც დაეხმარებათ განტვირთვასა და ცხოვრებისეული გამოწვევების გამკლავებაში და ამავდროულად, მისცემთ სტიმულს ენერგიულად შეეგებონ მომავალ დღეს.

განიტვირთე, დაიმუხტე და აღიდგინე ენერგია ბოდი შოპის ველნესის ახალი ვეგანურად სერტიფიცირებული ხაზის მეშვეობით, რომელიც დამზადებულია 100%-ით ბუნებრივი და ბიოდეგრადირებადი ეთერზეთებით

46-წლიანი ექსპერტიზა, რომელიც სილამაზის რიტუალებს იდეალურად აკავშირებს აქტივისტურ ფილოსოფიასთან, იქნებ სილამაზემ უნდა კვებოს ადამიანის სული - ბოდი შოპი წარმოგიდგენთ უახლეს ხაზს - ველნესს. ბოდი შოპისთვის ველნესი გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ სილამაზის ტენდენცია - ის ეხმარება ადამიანებს განიტვირთონ, აღადგინონ კავშირი საკუთარ თავთან და ახალი ენერგიით მოემზადონ სამყაროსთან შესახვედრად.