The Lost Tape by Harmony Korine - Balenciaga-მ შემოდგომა/ზამთრის 2022 კოლექცია წარადგინა

ფრანგული მოდის სახლმა Balenciaga-მ ახალ კოლექცია წარადგინა. კოლექცია ვიდეოს სახით, სახელწოდებით The Lost Tape ვიხილეთ, რომელიც Gummo-სა და Julien Donkey Boy-ის რეჟისორის - არმონი კორინის მიერაა გადაღებული.

Პროექტის ფარგლებში Balenciaga-ს ინსტაგრამ ანგარიშზე კოლექციის ანონსის სახით რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა ვიდეოების სერია, რომელშიც ნაომი კემპბელი, ესტერ კანადა, სიუსან ბარტში, დაიან პერნე და რენატა ლიტვინოვა ფრანგული მოდის სახლის ჩვენებას აღწერდნენ.

 

კოლექცია 90-იანი წლების ნოსტალგიურ Grunge პერიოდს მოგვაგონებს. “Მაშინ მოდა იყო უფრო “ბინძური”, უხამსი და სახალისო”, ამბობს დემნა გვასალია კოლექციის შესახებ, რომელშიც Მოდელები შავი ფერის სამოსითა და აქსესუარებით “პოლაროიდის” ფოტოებზე არიან გამოსახული.




ავტორი : მარიამ ქორიძე