ტიმოთი შალამე ვილი ვონკას როლს შეასრულებს

სულ ცოტა ხნის წინ ტიმოთი შალამემ საკუთარ ინსტაგრამ-გამომწერებს Wonka-ს გადასაღები მოედნიდან ფოტო გაუზიარა.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Timothée Chalamet (@tchalamet)

 

Wonka კომპანია Warner Bros-ის ახალი ფილმია, რომელშიც მთავარ როლს ახალგაზრდა ამერიკელი მსახიობი ტიმოთი შალამე ასრულებს. ფილმის პრემიერა, რომლის რეჟისორი პოლ კინგია, ხოლო სცენარზე ამერიკელი მსახიობი და მწერალი საიმონ ფარნაბი მუშაობს, 2023 წლის 17 მარტსაა დაანონსებული.

ფილმის სიუჟეტი ახალგაზრდა ვილი ვონკას ისტორიას მოგვითხრობს იქამდე, სანამ იგი მსოფლიოში ცნობილ შოკოლადის ქარხანას გახსნიდა. Wonka ვილი ვონკას ისტორიის ჩვენების მესამე პრეცედენტია. პირველად ვილი ვონკა და შოკოლადის ქარხნის პრემიერა 1971 წელს შედგა, სადაც მთავარი როლი ჯინ უაილდერმა შეასრულა. მეორედ ფილმ ჩარლი და შოკოლადის ქარხნის პრემიერა 2005 წელს გაიმართა და ვონკას როლი ექსცენტიკულ პერსონაჟად გარდაქმნილმა ჯონი დეპიმ მოირგო.



ავტორი : ანა გაბისიანი