ცუდი ძაღლები - გიორგი კონტრიძის გამოფენა ფაბრიკაში

2 აპრილიდან 10 აპრილამდე FabrikaTbilisi-სა და VA[A]DS-ის თანამშრომლობით VAADS-ის მესამე კურსის სტუდენტის - გიორგი კონტრიძის გამოფენა გაიმართება. 

გამოფენაზე წარმოდგენილია ნამუშევრები, რომლებზეც გიორგიმ გასულ წელს იმუშავა, მათი უმრავლესობა ჩვეულებრივ საბეჭდ ან “დუბლიაჟის” ქაღალდზე ზეთის საღებავებითაა  შესრულებული. ხელოვანი ძირითადად ტილოზე მუშაობს, თუმცა იაფფასიან ქაღალდზე ხატვამ მას მეტი სითამამე და  თავისუფლება შემატა,  რადგან ტილოზე შესრულებული ნახატისგან განსხვავებით, ამ მასალაში იგი არ ხედავს შეცდომების გამოსწორებისა და მისი დასრულების აუცილებლობას. ხელოვანის წარმოდგენილი ნამუშევრების  შთაგონების ძირითადი წყარო, როგორც ამას გამოფენის  პრესრელიზიდან ვიგებთ, სახელმძღვანელო წიგნების ილუსტრაციები, ანიმაციური ფილმები და მასობრივი მედიაა. 



ავტორი : ნინო ტლაშაძე