ვარდნის საშიშროება - ლია ბაგრატიონის გამოფენა გალერეა არტარეაში

1-ლ დეკემბერს არტარეას გალერეაში, თამთა შავგულიძის კურატორობით, ხელოვან ლია ბაგრატიონის პერსონალური გამოფენა - “ვარდნის საშიშროება” გაიხსნა, რომლის ნახვა 10 დეკემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი თითოეული ნამუშევარი გალერეაშია შექმნილი. 


გამოფენის ფარგლებში რბილი ქანდაკების მედიუმით გამოკვლეული იქნება სხეულისთვის ადგილის მიცემისა და სხეულის მიერ მისი დაუფლების შეუძლებლობა, ადგილის ქონის დაკარგულ ადგილად ტრანსფორმირების საკითხი. გამოფენაზე ადგილი რბილი ქანდაკებით ვიზუალურად მონიშნულია, მისი რეალური ბუნება კი არამდგრადი და მყიფეა. გამოფენის ესთეტიკური ნიშანია მონოქრომულობა, გრაფიკული ბადის ქვეშ შეფარული მოცულობები, ვიზუალურად მყარი მოცულობრივი ფორმების სირბილე და ტაქტილურ შეგრძნებათა დუალურობა,” - ვკითხულობთ გამოფენის პრესრელიზში.

ლია ბაგრატიონის პერსონალური გამოფენა მოიცავს სადისკუსიო პლატფორმასაც, რომლის ფარგლებში შესაძლებლობა გექნებათ როგორც არტისტისა და კურატორის, ასევე ხელოვნების მკვლევართა დიალოგების სერიას დაესწროთ.

 


 

პროექტისა და გამოფენის "ვარდნის საშიშროება" ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. პროექტის პარტნიორია თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.

 

გარეკანის ფოტო: დათო ქორიძე