ვირტუალურ ჯგუფ Gorillaz-ის შექმნის ისტორია - Phase one: Celebrity Take Down

90-იანი წლების დასაწყისში  მუსიკალური ჯგუფ Blur-ის წევრი დეიმონ ალბარნი და კომიკური ილუსტრატორი ჯეიმი ჰიულეტი სახლში MTV-ის ყურებისას მიხვდნენ, რომ იმდროინდელი მუსიკალური კლიპები ძალიან მოსაწყენი იყო. გაუჩნდათ  იდეა, შეექმნათ ისეთი ჯგუფი, რომელსაც კავშირი ექნებოდა ფანტასტიკასთან და რეალობასთანაც, ასე შეიქმნა - ჯგუფი Gorillaz.


ჯგუფი განსაკუთრებულია  იმით,  რომ თითოეულ ვირტუალურ წევრს - Noodle-ს, 2D-ს, Murdoc-ს და Russel-ს - საკუთარი ისტორია აქვს და ნებისმიერი ინფორმაციის მოძიება შეგვიძლია მათზე, როგორც რეალურ ადამიანებზე. მათი ისტორია ჯერჯერობით ექვს ფაზად, მათი ალბომების მიხედვითაა დაყოფილი. ვირტუალური ჯგუფის შექმნის ისტორია კი იმაზე მეტად საინტერესოა, ვიდრე დეიმონისა და ჯეიმის ისტორია. 

Phase One: Celebrity Take Down 


Gorillaz-ის ისტორია 1997 წლის 15 აგვისტოს დაიწყო.  “გონებაშეზღუდული” Stu-Pot,  იგივე 2D, კლავიშების ენთუზიასტი იყო, რომელიც ნახევარ განაკვეთზე ინსტრუმენტულ მაღაზიაში,  Uncle Norm's Organ Emporium-ში მუშაობდა. ამ დროს ხულიგანი და სატანისტი Murdoc niccals ოცნებობდა შეექმნა "chart-topping" - მუსიკალური ბენდი, რისთვისაც სჭირდებოდა მოწყობილობა, რომელიც არ ჰქონდა. სასოწარკვეთილი მზად იყო ოცნებისთვის ყველაფერი გაეკეთებინა და თავისი  მანქანით - Vauxhall Astra-თი Uncle Norm-ის ინსტრუმენტული მაღაზიის შენობაში შეიჭრა, იქ მომუშავე Stu-Pot-მა ამ შემთხვევის დროს მარჯვენა თვალი დაკარგა და კატატონურ მდგომარეობაში ჩავარდა. Murdoc-ს  30 000 საათით საზოგადოებრივ სამსახურში მუშაობა  და დაშავებული Stu-Pot-ის მოვლა დაეკისრა. ცოტა ხნის შემდეგ Murdoc-მა კვლავ დააზიანა Stu-Pot, როცა გოგოსთვის თავის მოსაწონებლად, მანქანის 360-გრადუსიანი ბრუნვის მცდელობა უბედური შემთხვევით დასრულაა. Stu-Pot-მა მეორე თვალიც დაკარგა, მაგრამ შემთხვევამ კატატონური მდგომარეობიდან გამოიყვანა. Murdoc-ს მოეწონა Stu-Pot-ის ახალი ვიზუალი და თავის  ჯგუფში ვოკალისტად და კლავიშებზე დამკვრელად მიიწვია. სწორედ ამის შემდეგ შეერქვა მას - 2D, რაც მის two dents-ს, ანუ ორ ღრმულს ნიშნავს მის სახეზე. 



1998 წლის სექტემბერს Murdoc-მა ბნელი და უცნაური ისტორიის მქონე The Kong Studios შეიძინა. შენობა Essex-ის რაიონში, ნაგავსაყრელსა და სასაფლაოს შუაგულში, მთის მწვერვალზე მდებარეობს.


Murdoc-მა ჯგუფის დრამერი,   აფროამერიკელი Russel Hobbs Soho record-ის მაღაზიაში იპოვა.  ის ნიუ-იორკის საშუალო სკოლის  პრობლემური  მოსწავლე იყო. იგი ძვირადღირებული კერძო სკოლიდან გარიცხეს, ტრავმამ მისი ოთხწლიანი კომა გამოიწვია, გამოჯანმრთელების შემდეგ Russel-მა სწავლა ნიუ-იორკის საშუალო სკოლაში განაგრძო, სადაც ის დაუმეგობრდა - რეპერების, DJ-ების, MC-ებისა და ქუჩის მუსიკოსების ჯგუფს. მან ერთხელ თქვა: “ჰიპ-ჰოპმა გაადარჩინა ჩემი სული”. თუმცა ერთ წვიმიან დღეს 7-Eleven-ის მაღაზიასთან  gang bangers-ის ბანდამ, შავი მანქანიდან, Russel-ის მეგობრები დახოცა. ამ სროლის შემდეგ მისი მეგობრების სულები მის სხეულში ჩასახლდნენ. ამის გამოა მისი თვალები რძისფერი. ამ მოვლენებთან დაკავშირებით  მისმა მშობლებმა ის ინგლისში გაგზავნეს ტრავმების გადასატანად და დასასვენებლად. სწორედ ასე შეხვდა Murdoc-ს.


მათი პირველი გიტარისტი 2D-ის ყოფილი შეყვარებული Paula Cracker იყო. მაგრამ ის მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც Russel-მა ის და Murdoc Kong Studios-ს ტუალეტში, რომანტიკულ სიტუაციაში გამოიჭირა. ამის შემდეგ Russel-მა Murdoc-ს ხუთჯერ გაუტეხა ცხვირი. Paula წავიდა. როგორც ყველა ნორმალურ ჯგუფს, ახლა მათაც სჭირდებოდათ გიტარისტი და სხვა ბრიტანელი ჯგუფების მსგავსად, განცხადება გამოაქვეყნეს  გაზეთში. სწორედ იმ  დღეს  კართან იაპონიიდან გამოგზავნილი FedEx-ის კონტეინერი დახვდათ, საიდანაც მეხსიერება დაკარგული 8 წლის იაპონელი გოგონა ამოხტა, გიტარით სოლო, შემდეგ კი შთამბეჭდავი კარატის ილეთები შეასრულა და ბოლოს მხოლოდ ერთი სიტყვა - “Noodle” წარმოთქვა... მისი ზედმეტი სახელიც Noodle გახდა. მისი სხვა სახელი ცნობილი არ არის, მისივე ამნეზიის გამო.


საბოლოოდ  ჯგუფი შედგა. შეარჩიეს სახელი - “Gorillaz” და  პირველი სიმღერა - "Ghost Train"  ჩაწერეს Kong Studios-ში. მათი პირველი სრული ალბომი - Gorillaz  2001 წლის 26 მარტს გამოქვეყნდა.


 

ასე დაიბადა ლეგენდარული ჯგუფი - Gorillaz, ხულიგანი, უცნაური და საინტერესო წევრებით, რომლებიც ჩვენს საყვარელ სიმღერებს ქმნიან. მათი ისტორია, რა თქმა უნდა, აქ არ მთავრდება და შემდეგ ფაზებში მეტი თავგადასავალია.

 



ავტორი : ანი რევაზიშვილი