Your Magic Dust - ალერნატიული მკურნალობის შესაძლებლობა ნატუტა ბაგრატიონისაგან

Your Magic Dust ნატუტა ბაგრატიონის მიერ დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს მცენარეული ნივთიერებებით დამზადებულ საკვებ დანამატებს, ალტერნატიული მკურნალობისა და ბუნებრივი რესურსებით სტრესთან გამკლავების საშუალებებს სთავაზობს. Your Magic Dust არ არის  ეგრეთ წოდებული ტრადიციული  აფთიაქი,  ის ხუთსაუკუნოვან ჰოლისტიკურ მედიცინას ეყრდნობა,  რომელიც კონკრეტული პრობლემებისათვის განკუთვნილ სამკურნალო საშუალებად საკვებს იყენებს.




კომპანიის დაფუძნების იდეა პანდემიის პერიოდში გაჩნდა: „ძალიან უცნაურ დროს მოგვიწია ცხოვრება, მაგრამ პანდემიის  პერიოდმა  შესაძლებლობა მოგვცა, კიდევ ერთხელ დავფიქრებულიყავით  ჩვენს ჯანმრთელობაზე და უფრო მეტი ყურადღებით მოვკიდებოდით მას. სწორედ ამ მიმართულებით რაღაც სიახლის  შემოტანისა და მისი ადამიანებისათვის გაზიარების სურვილი გამიჩნდა“,  - ამბობს ნატუტა, რომელიც ალტერნატიული მკურნალობის მეთოდით 8 წლის წინ - ლოს-ანჯელესში ცხოვრებისას დაინტერესდა. „დასავლურ კულტურაში დღეს საკმაოდ დიდი ინტერესია   ჩინური და აიურვედული მედიცინის მიმართ, რომელიც სხვადასხვა პრობლემის წინააღმდეგ ადაპტოგენების გამოყენებას გულისხმობს. თბილისში დაბრუნებისას სწორედ ეს მცენარეული საშუალებები დამაკლდა,  რომლებიც თავის დროზე  სხვადასხვა პრობლემასთან - უძილობასთან, ენერგიის ნაკლებობასა თუ ხასიათის ცვლილებასთან და ა.შ., გამკლავებაში დამეხმარა. ამან განაპირობა ის, რომ დავუკავშირდი კომპანიას, რომლის დიდი ხნის მომხმარებელი მე თვითონვე  ვიყავი და მალევე Your Magic Dust-ის შექმნის იდეაც განხორციელდა“.





პროდუქცია, რომელსაც Your Magic Dust სთავაზობს მომხმარებელს, ამერიკაში, კომპანია
Apothecary-ის მიერ ქიმიკატებისა და გლუტენის გარეშე დამზადებული და ორგანულია, USDA-ის მიერ  სერტიფიცირებული და არაგენმოდიფიცირებული. წარმოებამდე ყველა ინგრედიენტს თორმეტთვიანი დაკვირვების პროცესი აქვს გავლილი და მთლიანადაა შემოწმებული დამფუძნებლის, Wall-Street-ის ყოფილი ბანკირისა და ველნეს მეწარმის, Shizu Okusa- მიერ, რომელმაც  ამ სფეროში მოღვაწეობისას Ayurvedic,  Kampo მედიცინა და ტრადიციული იაპონური ცოდნა გააერთიანა.




Your Magic Dust-ის მიერ შემოთავაზებულ რვა
სახეობის დანამატირომლებსაც communalcraft-ის მაღაზიაში სხვა საინტერესო ნივთებთან ერთად იპოვით, ან fooddgoodd-ში მიირთმევთ გემრიელ სმუზებთან ერთად, ერთმანეთისგან შემადგენლობითა და დანიშნულებით  განსხვავდება. მათ ძალიან საინტერესო დასახელებებიც აქვთ,  მაგალითად,  „Mind Over Matter”, “Slay All Day”, „You Dew You” და ა.შ. თითოეული სახეობის დანამატი  რამდენიმე ადაპტოგენისაგან, არატოქსიკური და სამკურნალო თვისებების მქონე ბალახეულისგან შედგება, რომელიც სტრესთან გამკლავების უნარის გაზრდასა და სხეულის ნორმალური ფიზიოლოგიური ფუნქციონირების დახვეწაზე მუშაობსზოგიერთი მათგანი ასევე ზრდის იმუნიტეტს და ჯანმრთელობის  საერთო მდგომარეობას აუმჯობესებს. კვლევებით დადასტურებულია, რომ ადაპტოგენებს შეუძლიათ დასძლიონ დაღლილობა, შეამსუბუქონ დეპრესია და შფოთვა, გააუმჯობესონ გონებრივი შესაძლებლობები, კანის მდგომარეობა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირება.




ზოგადად, საკვები
დანამატები სხვადასხვა ფორმით გვხვდება -  კაფსულების, სითხისა თუ  ფხვნილის სახით.  ნატუტამ კი Your Magic Dust-ისათვის ფხვნილის სახით წარმოდგენილი პროდუქტი აარჩია. ამის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ რომ  ფხვნილის კონსისტენცია საკვები ნივთიერებების უფრო სწრაფ ბიოშეღწევადობასა და მასზე ადამიანების ორგანიზმის უფრო სწრაფად რეაგირებას უზრუნველყოფს. „ამ სახით თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ეს პროდუქცია და მიირთვათ ის თქვენს საყვარელ საკვებთან და სასმელთან ერთად. იმ იდეის გათვალისწინებით, რომ ეს საკვებდანამატები სამკურნალოა, კიდევ ერთი მოსაწყენი კაფსულის მაგივრად, ეს ფორმა ფუნქციურ ხასიათს იღებს და ამავდროულად, მრავალფეროვანიცაა“, - ამბობს ნატუტა, რომელიც ადამიანებს Your Magic Dust-ის მიერ შეთავაზებულ პროდუქციას იმიტომ ურჩევს, რომ ადაპტოგენი თავისივე სახელითვე უსვამს ხაზს თავის სამკურნალო მნიშვნელობას - ის ორგანიზმს  გარემო სტრესთან ადაპტაციასა და  მათთან გამკლავებაში ეხმარება. „ადაპტოგენების მიღებით ჩვენ ვავარჯიშებთ სხეულს სტრესის შედეგებთან  უკეთ გამკლავებაში, ამიტომაც ყველას ვურჩევდი, რომ სწორი დოზირებით სხეული მცენარეული საშუალებებით გაამაგრონ“.




რაც შეეხება კომპანიის სამომავლო გეგმებს, იმის მიუხედავად, რომ ნატუტას დიდი სურვილი აქვს, მსგავსი პროდუქციის საქართველოში წარმოება თავად შეძლოს, ფიქრობს, რომ ჯერ ადრეა ამდენად დიდი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და სწორედ ამის გამო ისეთი პროდუქციის შემოტანა გადაწყვიტა, რომელიც სანდოა და ხალხისა და პირადად მის მიერ აპრობირებული. „ძალიან მალე ლოს ანჯელესში მივემგზავრები, რათა  მეტ კომპანიასთან დავიწყო თანამშრომლობა და აქაურობას საინტერესო პროდუქტი შევმატო. გეგმაში მაქვს სხვა მსგავსი საშუალებების შემოტანაც“.



საინტერესოა, რომ  Your Magic Dust ჟურნალ Hammock-თან ითანამშრომლებს და საერთო კამპანიის ფარგლებში ბევრ საინტერესო სიახლეს შემოგთავაზებთ, იმისთვის რომ
ალტერნატიულ მედიცინასთან  და ჯანსაღი ცხოვრების მარტივ წესებთან დაკავშირებით რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწვდინოთ  ხმა.



ავტორი : ანი კლდიაშვილი