menu close search

about us

ჩვენ შესახებ

Hammock Magazine თანამედროვე კულტურისა და ცხოვრების სტილის შესახებ საქართველოში დაფუძნებული ონლაინჟურნალია, რომელიც მუდმივად აშუქებს თანამედროვე ხელოვნებაში, მოდაში, ფოტოგრაფიაში, კინოში, მუსიკაში, არქიტექტურასა და დიზაინში მიმდინარე საინტერესო ადგილობრივ და საერთაშორისო სიახლეებს და მხარს უჭერს ამ სფეროებში მოღვაწე ახალგაზრდა შემოქმედებს. ჟურნალი აერთიანებს დამოუკიდებელ სარეკლამო სტუდიას - Hammock Studio-ს, რომელიც მაღალი ხარისხის კომერციულ ფოტო და ვიდეოკონტენტს ქმნის, ასევე დანამატ ჟურნალს Hammock Beauty-ის, რომელიც სილამაზის და თავის მოვლის შესახებ პირველი ქართული ონლაინგამოცემაა.

ჩვენი მისია

Hammock Magazine-ის, როგორც დამოუკიდებელი ჟურნალის მთავარ მისიას წარმოდგენს ქართული თანამედროვე კულტურის, შემოქმედებისა და ადგილობრივი სახელოვნებო ინტიტუციების პოპულარიზაცია და მათი გაძლიერების ხელშეწყობა. გარდა იმისა, რომ საინტერესო სტატიებით, ინტერვიუებით, მაღალი ხარისხის ედიტორიალებითა და ვიდეოკონტენტით Hammock Magazine-ის გუნდი ყოველდღიურ რეჟიმში მკითხველს თანამედროვე საერთაშორისო და ადგილობრივი კულტურული სცენის ყველაზე მნიშვნელოვან და საინტერესო სიახლეებს პოზიტიური კუთხით აცნობს, ჟურნალი ამავე დროს იაზრებს საკუთარ სოციალურ პასუხისმგებლობას და მის მიერ შექმნილი კონტენტით ღიად უჭერს მხარს ქვეყანაში, სექსუალურ, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს, ქალთა გაძლიერებას და ეკოლოგიური პრობლემების აღმოფხვრისკენ გადადგმულ ნაბიჯებს.

Hammock Studio

Hammock Studio Hammock Studio Hammock Studio

Hammock Studio Hammock Magazine-ის გუნდის მიერ დაარსებული დამოუკიდებელი სარეკლამო სტუდიაა, რომელიც ჟურნალისთვის დამახასიათებელი სტილით და ხედვით მაღალი ხარისხის კომერციულ ვიდეო და ფოტო კონტენტს ქმნის.

  • HAMMOCK STUDIO

  • HAMMOCK STUDIO

  • HAMMOCK STUDIO

  • HAMMOCK STUDIO

  • HAMMOCK STUDIO

  • HAMMOCK STUDIO

Hammock Beauty

Hammock Beauty Hammock Beauty

Hammock Beauty Hammock Magazine-ის ფარგლებში 2023 წელს დაარსებული პლატფორმაა, რომელიც მკითხველს სილამაზისა და თავის მოვლის შესახებ მაღალი ხარისხის სანდო ინფორმაციას აწვდის. პირველი ქართულენოვანი ჟურნალი სილამაზის შესახებ თავის კონცეფციაში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქალთა გაძლიერებისა და მათი უფლებების დაცვის საკითხს, შესაბამისად, საკუთარი კონტენტით მუდმივად ცდილობს ამ პრობლემური საკითხისადმი ქმედითი ნაბიჯების გადადგმასა და ცნობიერების ამაღლებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

  • HAMMOCK BEAUTY

  • HAMMOCK BEAUTY

  • HAMMOCK BEAUTY

  • HAMMOCK BEAUTY

  • HAMMOCK BEAUTY

  • HAMMOCK BEAUTY

TV

TV TV

Hammock Magazine-ის სატელევიზიო რუბრიკა დილის შოუს ეთერში მაყურებელს ყოველ კვირას თანამედროვე კულტურის სფეროს შესახებ ისეთ მნიშვნელოვან და საინტერესო სიახლეებს აწვდის, რომელსაც მკითხველი მთელი კვირის განმავლობაში ჩვენი ჟურნალის საშუალებით ეცნობა.

  • HAMMOCK TV

  • HAMMOCK TV

  • HAMMOCK TV

  • HAMMOCK TV

  • HAMMOCK TV

  • HAMMOCK TV

სპეცპროექტები

სპეცპროექტები სპეცპროექტები

Hammock Magazine თავის მუდმივ პარტნიორებთან ერთად თანამედროვე კულტურის სფეროში მიმდინარე ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებებს პირდაპირ რეჟიმში სტატიებისა და ვიდეოკონტენტის საშუალებით აშუქებს. სპეცპროექტების განყოფილებაში მკითხველს საშუალება აქვს ყველა ამ ღონისძიების შესახებ ინფორმაცია ქრონოლოგიურად მიიღოს.

  • SPECIAL PROJECTS

  • SPECIAL PROJECTS

  • SPECIAL PROJECTS

  • SPECIAL PROJECTS

  • SPECIAL PROJECTS

  • SPECIAL PROJECTS

Library

Library Library

Hammock Magazine-ის სტატიების არქივი ასეულობით ისეთ სტატიას აერთიანებს, რომლებიც თანამედროვე კულტურის და ხელოვნების ინდუსტრიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურების და მათი შემოქმედების შესახებ მკითხველს ღრმა და ამომწურავ ინფორმაციას აწვდის.

ჩვენი პარტნიორები