სანამ slowthai თებერვალში თავის მეორე ალბომს, სახელწოდებით TYRON-ს, გამოსცემს, გულშემატკივრებს თავისი პირბადეების კოლექციით აძლევს ღიმილის მიზეზს.
ნიღაბზე გამოსახულია მომღერლის უცნაური, შიშისმომგვრელი ღიმილი - Aphex Twin-ის ალბომის, Richard D. James-ის პატივსაცემად. ფოტოს გადაღების მიზეზი slowthai-ის ხელმოწერილი საფოსტო ბარათი იყო, რომელიც რეპერმა ალბომის დასრულების ნიშნად გამოსცა.
“გასულ კვირაში ორი დღე გავატარე სიმღერასა და რამდენიმე ათასი მოულოდნელი საფოსტო ბარათის გაგზავნაში, - განაცხადა რეპერმა საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე. - მე ვერ შევძელი ისინი ყველასთვის გამეგზავნა, მაგრამ, ვიმედოვნებ, იცით, რომ ყველას ყოველთვის გაფასებთ... მეორე ალბომი დასრულებულია. მიყვარხართ.“
2019 წელს ვარსკვლავური დებიუტის, „არაფერი დიდი ბრიტანეთის შესახებ“ შემდეგ TYRON გააერთიანებს A$AP Rocky, Skepta, Denzel Curry, Dominic Fike და Dazed 100er Deb Never. სიმღერების სიაშია ნამუშევარი - „feel away”, ჯეიმს ბლეიქის და Mount Kimbo-ს მონაწილეობით, რომელიც slowthai-მ 15 სექტემბერს გამოსცა.
თვის დასაწყისში რეპერმა ახალი ნამუშევარი, “nhs” გამოაქვეყნა, რომელსაც თან ერთვის ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ დგას მომღერალი სუპერმარკეტის სოციალურად დისტანცირებულ რიგში.
დაწერე კომენტარი