თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალი წელს ციფრულ ფორმატში მიმდინარეობს და სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ინდუსტრიული დღეები, კინოჩვენება და მასტერკლასები.  კინოფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმა წელს საერთაშორისო ფიჩინგ-ფორუმს, Georgian-Baltic Bridge-ს უმანსპინძლებს. ფორუმი 30 ნოემბერს ციფრულ ფორმატში დაიწყო და 2 დეკემბრამდე გრძელდება. 

ფიჩინგ-ფორუმში მონაწილეობენ შემდეგი პროექტები:

საქართველო

ჰაერი ლურჯი აბრეშუმია /Air Blue Silk - რეჟისორი ირინე ჟორდანია, პროდიუსერი ელენე მარგველაშვილი;

ია / Ia - რეჟისორი ქეთი მაჭავარიანი, პროდიუსერი ნატო სიხარულიძე;

აღარ შემიძლია / No More - რეჟისორი კეკო ჭელიძე, პროდიუსერი კოტე კალანდაძე;

მკრთალი მზის ჩასვლები / Pale Sunsets - რეჟისორი ავთანდილ ჩაჩიბაია, პროდიუსერი მარიამ ბიწაძე;

"რეალური არსებები / The Real Beings" - რეჟისორი ვახტანგ ჯაჯანიძე, პროდიუსერი თამარ გოლავა;

როცა 17 წლის ხარ / When you're 17 - რეჟისორი გიორგი მუხაძე, პროდიუსერი ნატო სიხარულიძე;

ესტონეთი

ნაცნობი უცნობები / Familiar Strangers - რეჟისორი კარლოს ლესმესი, პროდიუსერი ტინა სავი;

მაქცია / Werewolf - რეჟისორი იევა მაგი, პროდიუსერი კრისტოფერ პირი.

ლიეტუვა

თავსაბურავი / The Hood - რეჟისორი ანდრიუს ლეკავისიუსი, პროდიუსერი გაბრიელ ვაისიუნაიტე;

ადამიანი, რომელმაც ზღვა გაამტკნარა / Man Who Desalinated the Sea - რეჟისორი ზურაბ ჟიჟილავა, პროდიუსერები - ემილია სლუსკონიტე, ვიქტორია სეინიუტი.

შერჩეული მონაწილეები სცენარის განვითარებისა და პროექტის პრეზენტაციის მიმართულებით ინტენსიურ ტრენინგს გადიან. მათი მენტორები არიან:

ფიჩინგის ექსპერტი - კატარინა ბილდჰაუერი (გერმანია);

სცენარის კონსულტანტი - კრისტიან რუთი (ესპანეთი).

ფიჩინგ-ფორუმი ოთხშაბათს, 2 დეკემბერს იმართება.. საერთაშორისო ჟიური სამ საუკეთესო პროექტს გამოავლენს, რომლებიც ფულადი პრიზით დაჯილდოვდებიან.

ჟიურის წევრებს შორის არიან: ნანა ექვთიმიშვილი (რეჟისორი და პროდიუსერი), გუნტის ტრეკტერისი (ლატვიელი პროდიუსერი), ჰუგო როსაკი (კარლოვი ვარის კინოფესტივალის ინდუსტრიული სექციის ხელმძღვანელი), მარია რაზგუტე, (ლიეტუველი კინოპროდიუსერი), ივო ფელტი (ესტონელი პროდიუსერი და ხმის დიზაინერი).