დავითი მოდის საბჭოს სიაში შარშანაც მოხვდა 100 ყველაზე ახალგაზრდა და ნოვატორულ შემოქმედთან ერთად, ამჯერად კი მან საუკეთესო 50-ეულში დაიკავა ადგილი.

 

23 წლის ქართველი ფოტოგრაფი უკვე რამდენიმე წელია გერმანიაში,  ბერლინში ცხოვრობს და თანამშრომლობს ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: Mugler, GmbH, Nina Ricci, Burberry, Helmut Lang და Saint Laurent, თუმცა არტისტს კავშირი აქვს ქართულ ბრენდებთანაც. 

“დავითი ცნობილია ფოტოგრაფიისა და კოლაჟების ნახატებთან და სკულპტურებთან კომბინირებით. მისი შემოქმედება პერსონაჟების შესწავლას ეფუძნება. ის იკვლევს მათ კულტურასა და სენსიტიურ თემებს, აძლევს ჟღერადობას და ხილულს ხდის პერსონებს, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია”, - ვკითხულობთ ბრიტანული მოდის საბჭოს ოფიციალურ საიტზე, ხოლო ფოტოგრაფის ნამუშევრებს იხილავთ ისეთ პოპულარულ გამოცემებში, როგორებიცაა Vogue, Dazed, The face და სხვა. 

 

ბრიტანული მოდის საბჭოს აღნიშნული ინიციატივა პირველად 2018 წელს ჩამოყალიბდა და  ხელოვანი, კრეატიული ადამიანების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. გამორჩეულ 50-ეულს საბჭო The #FashionAwards 2020-ის ფილმის პრემიერასთან ერთად, 3 დეკემბერს წარადგენს.