ხელოვანმა ანდრო ერაძემ ახალი გამოფენა, სახელწოდებით „წყვდიადის პირი“ ციფრული ფორმატით Mouthofdarkness.online-ზე წარმოადგინა.
„ხედვა გისოსებიდან ისე დაიღალა, რომ მისთვის აღარ არსებობს მის გარეთ არცერთი სამყარო. როცა ისინი დადიან, მათი ნაბიჯები დატყვევებულია წრეებში, მაგრამ მაინც მოძრაობა ჰგავს რიტუალურ ცეკვას, რომელშიც მათი ვნება პარალიზებული ხდება, მაგრამ, ძალიან იშვიათად, როდესაც მაყურებელი ტოვებს ტერიტორიას, შემოდის გამოსახულება, სადაც ისინი დაძაბულები ვარდებიან ძირს, თავისი ჩაკეტილი კუნთებით ეშვებიან საკუთარ გულებში და ქრებიან. ფიტულები გაკვირვებულები უყურებენ ხაფანგებს, რომლებშიც მოხვდნენ.
ხელოვნური წყალმცენარეები იმდენ ადგილს იკავებენ აკვარიუმში, რომ თევზებს სუნთქვა უჭირთ და გადმოხტომაზე ოცნებობენ.
ქუჩაში უპატრონოდ გამოდგმული მცენარეები მაინც გამოისხამენ ნაყოფს.
ხეები ერთმანეთს უფრთხილდებიან, ყოველთვის ასე იყო და იქნება.
და თუ ჩვენ სიბნელეში ვერ ვხედავთ მათთვის ვარსკვლავების შუქი ყოველთვის საკმარისია, რომ გზა გაიკვლიონ.“ - ვკითხულობთ აღნიშნული გამოფენის აღწერაში.
დაწერე კომენტარი